» » ლევანდოვსკის "საიუბილეო" გოლი

ლევანდოვსკის "საიუბილეო" გოლი

12-03-2017, 14:28 -ss- სიახლეები 0

ლევანდოვსკის
11 მარტს, მიუნხენის ბაიერნმა "ალიანც არენაზე" ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით (3-0), მოახერხა მეტოქე გუნდის დამარცხება. ბუნდესლიგის 24-ე ტურის ეგიდით გამართული შეხვედრა, განსაკუთრებული იყო "რეკორდმაისტერის" პოლონელი გოლიადორის, რობერტ ლევანდოვსკისათვის. "ბავარიელმა" შემტევმა მიუნხენური კლუბის, მაისურით 136-ე მატჩი ჩაატარა, ხოლო მის მიერ გატანილი მე-2 გოლი სტუმართა კარში, "საიუბილეო", რიგით მე-100 აღმოჩნდა.

აღსანიშნავი ფაქტია ის გარემოება, რომ მანამ სანამ 28 წლის ფორვარდი, მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდებოდა, მან დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში ასპარეზობის პერიოდშიც, მოახერხა ზემოხსენებული "ნიშნულის" გადაკვეთა. "შავ-ყვითელთა" რიგებში ჩატარებული 187 შეხვედრიდან, ლევანდოვსკიმ 103 ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.

მიმდინარე სეზონში, რობერტ ლევანდოვსკი მართლაც შესანიშნავი სტატისტიკით გამოირჩევა. მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით, ყველა ტურნირზე, პოლონელმა შემტევმა 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 33 გოლი და განახორციელა 6 საგოლე გადაცემა. რაც შეეხება თავად მიუნხენურ კლუბს, ბუნდესლიგაში ჩატარებული 24-ე ტურის მონაცემების მიხედვით, "ბაიერნი" 59 ქულით კვლავაც პირველ ადგილს ინარჩუნებს და უახლოეს მდევარ "ლაიპციგს" 10 ქულიანი, "კომფორტული" უპირატესობით, უსწრებს.

შემდეგ მატჩს, "რეკორდმაისტერი" ამაწლის 19 მარტს, სტუმრად მიონხენგლადბახის ბორუსიასთან გამართავს და მორიგი ქულების აღებას შეეცდება. ბუნდესლიგის ეგიდით გასამართი 25-ე ტურის შეხვედრა, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.