» » კიმიხი უკმაყოფილოა

კიმიხი უკმაყოფილოა

12-03-2017, 17:02 dachi8 სიახლეები 0

კიმიხი უკმაყოფილოა
2017 წელს კიმიხი მხოლოდ 2-ჯერ გამოვიდა „ბავარიის“ სასტარტო შემადგენლობაში. ჯერ კიდევ რამოდენიმე კვირის წინ მას მშვენიერ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მას მთავარ კანდიდატადაც კი განიხილავდნენ ფილიპ ლამის ჩასანაცვლებლად.

მაგრამ რეალობა სხვანაირად გამოიყურება: ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში ლამის მაგივრად მოედანზე რაფინია გამოვიდა, ხოლო კიმიხი სათადარიგო სკამზე დარჩა! სჩანს, რომ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უფრო მეტად გამოცდილ ფეხბურთელებს ენდობა.

და კვლავ სათადარიგო სკამზეა იოშუა „აინტრახტის“ წინააღმდეგ. საბოლოო სასტვენის შემდეგ კიმიხმა ღიად განაცხადა: „ამით არ ვხარობ და უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მე ასევე არ მაქვს უფლება რაიმეს მოთხოვნის. მწვრთნელმა იცის, რომ მე შემიძლია სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. მას აქვს მრავალი ვარიანტი, თუ როგორ გამოიყენოს ჩემი შესაძლებლობა“.

ახლა კიმიხი იმედებს 10 ქულიან სხვაობაზე ამყარებს, რომელიც „ბავარიას“ უახლოეს მდევართან აშორებს. „ბუნდესლიგაში ჩვენ ახლა კარგი უპირატესობა გვაქვს, შესაძლოა, მწვრთნელი როტაციას მიმართავს შემადგენლობაში“ - აცხადებს გერმანელი.

კაპიტანი ფილიპ ლამი ახალგაზრდა ფეხბურთელს ურჩევს ცოტა მოთმინება გამოიჩინოს. „იოშუამ დაგვანახა, თუ რა დონეზე შეუძლია მას ფეხბურთის თამაში, მაგრამ ჩვენ „ბავარიაში“ ვართ. აქ რთულია თავიდანვე მთელი სეზონი ითამაშო. ამას უნდა შეეგუო. ის აბსოლუტურად პროფესიონალურად იქცევა და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის დაიწყებს ის კვლავ თამაშს“.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.