» » ტონი: ლევანდოვსკი შესანიშნავი ფეხბურთელია

ტონი: ლევანდოვსკი შესანიშნავი ფეხბურთელია

14-03-2017, 14:25 -ss- სიახლეები 0

ტონი: ლევანდოვსკი შესანიშნავი ფეხბურთელია
მიუნხენის ბაიერნისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ლუკა ტონი "რეკორდმაისტერის" პოლონელი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს. ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული, ექს-ბავარიელის ინტერვიუს თანახმად, ტონი მოხიბლულია, ლევანდოვსკის ასპარეზობით და მას კლუბის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელს უწოდებს.

"არ ვიცი, ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არის თუ არა, თუმცა ერთი რამის თქმა კი შემიძლია, ის ნამდვილად ძლიერი ფორვარდია. რობერტს კლუბისათვის უმნიშვნელოვანესი გოლები გააქვს, რაც მის მაღალ სათამაშო კლასზე, კიდევ ერთხელ მეტყველებს"-ციტირებს 39 წლის იტალიელის სიტყვებს, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ამავე წყაროზე დაყრდნობით, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ, კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ვრცელდება.

ბუნდესლიგის 24-ე ტურის მონაცემებით, მიუნხენის "ბაიერნის" თავდმასხმელი დასახელებულ იქნა, ტურის საუკეთესო ფეხბურთელად. შეგახსენებთ, გასულ ტურში, მიუნხენურმა კლუბმა "ალიანც არენაზე" ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა მეტოქე გუნდი. აღნიშნული მატჩი, პოლონელმა თავდამსხმელმა მაღალ დონეზე ჩაატარა და დუბლის ავტორიც გახდა.

28 წლის ფორვარდი, მიმდინარე სეზონში მართლაც საშური შედეგიანობით გამოირჩევა. ხსენებულ ფაქტზე, მის მიერ, მხოლოდ ბუდესლიგის ეგიდით გამართული შეხვედრების სტატისტიკაც მეტყველებს. 24 შეხვედრაში, პოლონელმა გოლიადორმა, 21 გოლის გატანა და 3 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.