» » Sky Germany: რუმენიგემ ხამესის შესაძლო ტრანსფერი უარყო

Sky Germany: რუმენიგემ ხამესის შესაძლო ტრანსფერი უარყო

15-03-2017, 14:38 -ss- სიახლეები 0

Sky Germany: რუმენიგემ ხამესის შესაძლო ტრანსფერი უარყო
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ Sky Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში, უარყო გავრცელებული ხმები, იმის შესახებ, რომ თითქოს, მიუნხენური გრანდი დაინტერესებულია, მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის გადმობირებით.

"გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ მიუნხენის "ბაიერნი" ხამეს როდრიგესის შეძენას ცდილობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ხსენებული ტრანსფერის განხორციელებით"-განაცხადა გერმანული გრანდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნულ ინტერვიუს წინ უსწრებდა, პრესაში გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 25 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველი, არასაკმარისი სათამაშო დროის გამო, სამეფო კლუბის დატოვებას გეგმავდა. ევროპელი ანალიტიკოსები კი მის ახალ კლუბად, სწორედ მიუნხენის "ბაიერნს" განიხილავდნენ.

ახალგაზრდა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, მადრიდის რეალის მაისურით 24 შეხვედრა გამართა. მის აქტივში 5 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული. სამეფო კლუბსა და კოლუმბიელს შორის მოქმედი კონტრაქტი კი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..