» » Sport1: შოლის სატრანსფერო პროგნოზი

Sport1: შოლის სატრანსფერო პროგნოზი

15-03-2017, 15:18 -ss- სიახლეები 0

Sport1: შოლის სატრანსფერო პროგნოზი
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი მეჰმედ შოლი, აღფრთოვანებულია დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ფეხბურთელის, კრისტიან პულიშიჩის თამაშით და ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, ერთგვარ პროგნოზსაც კი აკეთებს. ექს-ბავარიელის განცხადებით, იგი ვარაუდობს, რომ მომავალში მიუნხენური კლუბი, პულიშიჩის შეძენას, აუცილებლად შეეცდება.

"კრისტიან პულიშიჩი შესანიშნავი ნახევარმცველია, შემიძლია გამოვთქვა ჩემი ვარაუდი, რომ მომავალში "ბაიერნი" მის შეძენას შეეცდება. პულიშიჩი განსაკუთრებული საფეხბურთო უნარ-ჩვევების მქონე ფეხბურთელია, მას მოედანზე შეუძლია აკეთეოს ის , რაც ბევრი სხვა ფეხბურთელის ძალებს, უბრალოდ აღემატება. კრისტიანს აქვს განსაკუთრებული ნიჭი, შექმნას ისეთი მომენტები, რომელთა შექმნაც როგორც წესი, შეუძლებელია ხოლმე " - განაცხადა "ბავარიელმა" ვეტერანმა ფეხბურთელმა.

18 წლის კრისტიან პულიშიჩი, "შავ-ყვითელთა" რიგებში 2016 წლიდან ასპარეზობს. მასსა და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის გაფორმებული კონტრაქტი, 2020 წლამდე არის გათვალისწინებული. მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა ფეხბურთელმა , ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 3 გატანილი გოლისა და 5 საგოლე გადაცემის ავტორი. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..