» » ბავარია კენჭისყრის მოლოდინშია

ბავარია კენჭისყრის მოლოდინშია

16-03-2017, 17:25 dachi8 სიახლეები 0

ბავარია კენჭისყრის მოლოდინშია
“ბავარიის“ გულშემატკივრები სულმოუთმენლად ელოდებიან ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის კენჭისყრას, რომელიც პარასკევს ჩვენი დროით 15:00 საათზე ნიონში გაიმართება. როგორც წინა წლებში ადვილი კენჭისყრა არც ამ წელს იქნება.

„ყველა გუნდი, რომელიც მეოთხედფინალში გავიდა - ძალიან რთული მეტოქეები არიან“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. „ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რომელი მათგანი გვირჩევნია. საჭიროა უბრალოდ მშვიდად დაველოდოთ კენჭისყრის შედეგებს. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიფიქროთ“. რუმენიგე კენჭისყრას FC Bayern. Tv-ს სტუდიიდან მიადევნებს თვალს.

მეოთხედფინალში ბუნდესლიგიდან „ბავარიის“ გარდა ასევე დორტმუნდის „ბორუსია“ გავიდა. 2 მატჩის ჯამში დორტმუნდელები „ბენფიკას“ გასცდნენ. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის ალბათობა, რომ 18 დღის შუალედში „ბავარია“ და „ბორუსია“ ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდეს, რადგან აპრილში გუნდები ასევე ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მატჩებში შეხვდებიან ერთმანეთს.

მეოთხედფინალში 3 ესპანური გრანდი გავიდა - მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“. მადრიდის „რეალმა“ „ნაპოლის“ სძლია, „ატლეტიკომ“ ლევერკუზენის „ბაიერის“ წინაღობა გადალახა, ხოლო „ბარსამ“ დრამატულ საპასუხო მატჩში პსჟ დაამარცხა.

იტალიას მეოთხედფინალში „იუვენტუსი“ წარმოადგენს. იტალიური სუპერკლუბი ჩემპიონთა ლიგის საგაზაფხულო ფაზის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ტურინელებმა ¼ ფინალისაკენ გზად „პორტოს“ სძლიეს. წინა სეზონში „იუვენტუსი“ და „ბავარია“ ერთმანეთს ტურნირის 1/8 ფინალში დაუპირისპირდნენ და საბოლოო ჯამში ¼ ფინალისაკენ გზა გერმანიის რეკორდმაისტერმა გააგრძელა. სიურპრიზად გვევლინება ინგლისის „ლესტერი“, რომელმაც გზად „სევილია“ დაჯაბნა.

პსჟ-ს ფიასკოს შემდეგ პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საფრანგეთს „მონაკო“ წარმოადგენს. ლიგა 1-ის ლიდერმა „მანჩესტერ სიტისთან“ სტუმრად 3:5 წაგების შემდეგ, შინ ინგლისელებს 3:1 სძლია.
პირველი მეოთხედფინალური მატჩები 11/12 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი 1 კვირის შემდეგ 18/19 აპრილს.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.