» » რაული: "ბაიერნში" ამ ორ ფეხბურთელს გამოვარჩევდი

რაული: "ბაიერნში" ამ ორ ფეხბურთელს გამოვარჩევდი

17-03-2017, 12:33 -ss- სიახლეები 0

რაული:
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი შემტევი, რაულ გონსალეს ბლანკო, მიუნხენის "ბაიერნის" ორი ესპანელი ლეგიონერის, ხავი მარტინესისა და ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა, ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ხსენებული ფეხბურთელები, ე.წ "საკვანძო ფიგურებს" წარმოადგენენ მიუნხენური კლუბის რიგებში.

"ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა, არა მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთს დემონსტრირებენ, არამედ ისინი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, საკვანძო მოთამაშეებად გვევლინებიან. იყო გამორჩეული ფეხბურთელი, ისეთ კლუბში, რომელიც მხოლოდ უმაღლესი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ორმაგად დასაფასებელია"-ციტირებს ლეგენდარული ესპანელის სიტყვებს, სპორტული გამოცემა Kicker-ი

აღსანიშნავი ფაქტია, რომ რაული , თავბრუდამხვევი ესპანური კარიერის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გერმანიაშიც მოაღვაწეობდა. 2010-2012 წლების საფეხბურთო სეზონში, იგი გელზენკირხენის შალკე 04-ის ღირსებას იცავდა. მოპოვებული უამრავი პირადი თუ საკლუბო ჯილდოთი, 39 წლის ვეტერანი , ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელია, ხსენებული სპორტის ისტორიაში.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..