» » მათეუსი "ბაიერნის" შანსებზე საუბრობს

მათეუსი "ბაიერნის" შანსებზე საუბრობს

17-03-2017, 22:13 -ss- სიახლეები 0

მათეუსი
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი, დღეს გამართულ, უეფას ჩემპიონთა ლიგის, 1/4 ფინალური ეტაპის, კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს, წინ ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული ელოდებათ.

"კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, გუნდები ისე დაწყვილდნენ, რომ ერთ მხარეს, ოთხმა ძალიან ძლიერმა კლუბმა მოიყარა თავი. "ბაიერნი, "რეალი", "იუვენტუსი" და "ბარსელონა". წინ ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაულები გველოდება"

"მე ვეთანხმები, კარლო ანჩელოტის, როდესაც ის ამბობს, რომ მიუნხენის "ბაიერნსაც" და მადრიდის "რეალსაც" ერთმანეთი, თავიდან ბოლომდე შესწავლილი ჰყავთ. ამ მხრივ რაიმე სიურპრიზს გუნდები არ ელოდებიან. ჩემი აზრით მცირეოდენი უპირატესობა, მაინც მიუნხენური კლუბისკენაა, "ბაიერნი" უფრო დამაჯერებელ ფეხბურთს თამაშობს."-ციტირებს ექს-ბავარიელის სიტყვებს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. პირველ მატჩს, "რეკორდმაისტერი" საკუთარ კედლებში გამართავს. შეხვედრა, 12 აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.