» » TuttoJuve: ანჩელოტი კომანის შესახებ საუბრობს

TuttoJuve: ანჩელოტი კომანის შესახებ საუბრობს

18-03-2017, 13:35 -ss- სიახლეები 0

TuttoJuve: ანჩელოტი კომანის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, იტალიურ ინტერნეტ-გამოცემა TuttoJuve-სთან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველის, კინგსლი კომანის შესახებ საუბრობს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი სურვილია, რომ კომანმა "ბაიერნის" რიგები არ დატოვოს და შემდეგ სეზონში, კვლავაც მიუნხენური გრანდის შემადგენლობაში განაგრძოს ასპარეზობა.

"კომანს ფიზიკური პრობლემები აწუხებდა, მაგრამ ახლა იგი საკუთარ ჩვეულ კონდიციებს დაუბრუნდა. პირადად ჩემი სურვილია, რომ მან არ დატოვოს მიუნხენური კლუბის რიგები და შემდეგ საფეხბურთო სეზონშიც, თავის ამჟამინდელ კლუბთან ერთად განაგრძოს მოღვაწეობა."-ციტირებს 57 წლის სპეციალისტის სიტყვებს, იტალიური სპორტული გამოცემა.

შეგახსენებთ, 20 წლის ახალგაზრდა ნახევარმცველი, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში , 2015 წლის ზაფხულიდან, არენდით იმყოფება. მასზე სატრანსფერო უფლებები კვლავაც, ტურინის "იუვენტუსის" ხელთაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, "ბაიერნს" ხსენებული ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება გააჩნია, ამისათვის კი 21 მილიონი ევროს გადახდაა საჭირო.

ხაზგასასმელია ის ფატქიც, რომ თუ მიუნხენის "ბაიერნი", ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებას გადაწყვეტს, ეს მიმდინარე წლის აპრილის თვეში უნდა განახორციელოს, რადგანაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსყიდვის უფლება, სწორედ ამ პერიოდამდე მოქმედებს.

მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა, "ბავარიელთა" რიგებში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანითაც გამოირჩა. მასსა და მიუნხენურ გრანდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კი 2017 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..