» » ანჩელოტის მიონხენგლადბახში „სწრაფი თამაშის“ ხილვა სურს

ანჩელოტის მიონხენგლადბახში „სწრაფი თამაშის“ ხილვა სურს

18-03-2017, 20:56 dachi8 ანონსი 0

ანჩელოტის მიონხენგლადბახში „სწრაფი თამაშის“  ხილვა სურს
მიონხენგლადბახის „ბორუსია“ ამ კვირას „შალკესთან“ იბრძოდა ევროპის ლიგის ¼ ფინალში გასვლაზე, „ბავარიამ“ კი თავისი ევროსათასო მიზნები 1 კვირის წინ შეასრულა. კვირას, თბილისის დროით 20:30 საათზე დასვენებული „ბავარიელები“ იმედგაცრუებულ „ბორუსიელებს“ შეხვდებიან, რომლებიც რამოდენიმე დღის წინ ევროპის ლიგიდან გამოვარდნენ.

„შესაძლოა, ის ფაქტი რომ ჩვენ დავისვენეთ ჩვენს უპირატესობად იქცეს. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სწრაფ თამაშს ვაჩვენებთ“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც თავისი გუნდისგან მაქსიმუმს ელოდება მოახლოებულ მატჩში. იტალიელმა იცის, რომ „მიუნხენელებს“ სტუმრად „ბორუსიასთან“ ადვილი დაპირისპირებები არ ჰქონია. გლადბახში ბოლო 9 მატჩში „ბავარიელებს“ მხოლოდ 2 მოგება აქვთ.

„შევეცდებით 90 წუთის განმავლობაში სწრაფ ტემპში ვითამაშოთ. თუ ჩვენ თამაშს წარმოვაჩენთ, კარგი შანსები გვექნება მოგების“, - აცხადებს ოპტიმიზმით ანჩელოტი. „გლადბახს დატვირთული კვირა ჰქონდა. ვიმედოვნებ, რომ ამ ფაქტს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ. მაქსიმუმამდე დავიხარჯებით“.

„ბავარიას“ საკადრო სიტუაცია კარგად მისდის. კარლო ანჩელოტის მხოლოდ დუგლას კოსტას იმედი ვერ ექნება და დისკვალიფიცირებული არტურო ვიდალის. ყველა დანარჩენი კარგ ფორმაში იმყოფებიან და მზად არიან სათამაშოდ. ასე, რომ ანჩელოტის ბევრი საფიქრელი ექნება სასტარტო შემადგენლობის დაყენებისას. „ეს ძალიან ძნელია, მე ხომ მხოლოდ 11 ფეხბურთელის გაშვება შემიძლია მოედანზე. მაგრამ, მოხარული ვარ რომ ჩემი ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან“, - აცხადებს მწვრთნელი. ეს ჟერომ ბოატენგსაც ეხება, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში დაყენება ჯერ ადრეა მსოფლიო ჩემპიონისთვის. „მას დრო სჭირდება, რომ საუკეთესო კონდიციები დაიბრუნოს“.
„ჩემი ფეხბურთელები მთლიანად ორიენტირებულნი არიან“

ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს რთულ მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება. „ბოლო თვეების განმავლობაში ისინი ძალიან კარგ თამაშს დემონსტრირებდნენ. გლადბახს კარგად ორგანიზებული დაცვა ჰყავს, ისინი სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე თამაშობენ. ეს კარგი გუნდია. ვფიქრობ, რომ ახალი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენც კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ჩემი ფეხბურთელები მთლიანად ორიენტირებულნი არიან. ვიმედოვნებ, კარგ თამაშს შემოგთავაზებთ“.

ჰეკინგი და მისი შეგირდები მეტად იმედგაცრუებულნი არიან ევროპის ლიგიდან გამოვარდნით. „მთლიანობაში, ცოტა არ გაგვიმართლა. ამ უიღბლობამ კი ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანა. მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ისღა დაგვრჩენია მივიღოთ ეს სიტუაცია და წინ გავაგრძელოთ გზა“, - აცხადებს „ბორუსიის“ მთავარი მწვრთნელი, რომელსაც მოახლოებულ მატჩში „ბავარიასთან“ კრისტოფ კრამერი და ფაბიან ჯონსონი დააკლდება.

ტორგან აზარიც მუხლის პრობლემების გამო დიდი ალბათობით მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას. კითხვის ნიშნის ქვეშაა მაჰმუდ დაუდი და ლარს შტინდლი.

„ბავარიის“ წინააღმდეგ ჩვენ შეგვიძლია შესანიშნავი თამაში ვაჩვენოთ და მაინც წავაგოთ. არ ღირს, ზედმეტად იმის გამეორება, რომ ჩვენ ამ მატჩში აუტსაიდერები ვართ“, - განაცხადა ჰეკინგმა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.