მომავალი მეტოქე: მ’გლადბახის ბორუსია » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » მომავალი მეტოქე: მ’გლადბახის ბორუსია

მომავალი მეტოქე: მ’გლადბახის ბორუსია

19-03-2017, 18:50 LEV4NI ანონსი 0

მომავალი მეტოქე: მ’გლადბახის ბორუსია
დღეს მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონატის XXVI ტურის ეგიდით მორიგ დაპირისპირებას გამართავს. ამჯერად კარლო ანჩელოტის გუნდის წინააღმდეგ ქულების მოპოვებას დიტერ ჰეკინგის ბორუსია ეცდება.

აქედანვე უნდა ვთქვათ ისიც რომ უკანასკნელ პერიოდში გლადბახელები არცთუ ისე კარგად გამოიყურებიან, გარდა იმისა რომ გუნდი ბუნდესლიგის 25-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარხცდა ამასთანავე დაასრულა ასპარეზობა ევროტურნირზეც, ჰეკინგის ბიჭებისთვის ევროპის ლიგაზე მოღვაწეობა კი მას შემდეგ დასრულდა რაც გელზენკირხენის შალკემ ბურუსია-პარკის ბინადრები ორმატჩიან დუელში დაამარცხა.

მოვლენათა ასეთი განვითარების მიუხედავად კლუბმა გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი მაინც მოიგო და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. სწორედ ეს გარემოება გახლავთ იმის მიზეზი რომ შავ-თეთრებს ევროტურნირის ზონაში მოხვედრის რეალური შესაძლებლობა გაუჩნდათ.

ბავარიელთა ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა კი განსხვავებულია, კარლო ანჩელოტის გუნდმა აშკარად მოუმატა რაც შედეგებზეც რათქმაუნდა აისახა, რეკორდმაისტერმა წარმატებით გაიარა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი, ამასგარდა მნიშვნელოვნად შეცვალა სატურნირო მდგომარეობაც. მათდა სასიკეთოთ ბავარიელთა მთავარმა მდევარმა ზედიზედ ორი მატჩი დათმო აუტსაიდერთა წინააღმდეგ რამაც სხვაობა უკვე 10 ქულამდე გაზარდა.

ასეთი სურათის გათვალისწინებით ბევრი საფეხბურთო გამოცემა უკვე ნაადრევად ასახელებს ბუნდესლიგის 2016/17 წლების ჩემპიონის ვინაობას, თუმცა კლუბში ამბობენ რომ ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი.

დღევანდელი მატჩში გამარჯვების შემთხვევაში კი ბავარია უშუალო მდევართან ქულათა სხვაობას უკვე 13 ქულამდე გაზრდის რაც ნამდვილად უდიდესი ნაბიჯი იქნება ვერცხლის სინისკენ.

თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც რომ მ’გლადბახის ბორუსია ბაიერნისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, სწორედ ამ ფაქტს ამყარებს ის გარემოება რომ ბუნდესლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან „წითლებმა“ „შავ-თეთრებს“ მხოლოდ 1 მატჩი მოუგეს. (2 წააგეს და ამდენივე ითამაშეს ფრედ).

ასე რომ დღეს გულშემატკივრები საკმაოდ საინტერესო მატჩის მოლოდინში არიან, ამის წინაპირობას კი 3 ქულის საჭიროება იძლევა. თუ დღევანდელი შეხვედრა მასპინძლებისთვის სასურველი შედეგით დასრულდება მაშინ ისინი განაგრძობენ ბრძოლას ევროზონისთვის, ხოლო ბავარიელთა გამარჯვების შემთხვევაში მათ მიეცემათ რეალური შესაძლებლობა რომ მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩისთვის მზადება ნაადრევად დაიწყონ.

შეგახსენებთ რომ დაპირისპირება ბორუსია-პარკზე თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს სტარტს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.