» » ბუფონი: ნოიერი შეუდარებელია!

ბუფონი: ნოიერი შეუდარებელია!

20-03-2017, 15:50 -ss- სიახლეები 0

ბუფონი: ნოიერი შეუდარებელია!
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ვეტერანი გოლკიპერი, სრულიად საფეხბურთო სამყაროს ცოცხალი ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი, ინტერნეტ-გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯის, მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს და საქებარ სიტყვებს არ იშურებს, გერმანელი კიპერის მისამართით.

"ნოიერი, უბრალოდ შეუდარებელი მეკარეა. იგი ფიზიკური მონაცემებითაც გამორჩეულია და რაც მთავარია საკუთარ ძალებში, ბოლომდე დარწმუნებული. მანუელი ფასდაუდებელ სამუშაოს ასრულებს თავისი გუნდისათვის, ხშირად იგერიებს ისეთ დარტყმებს, რომელთა მოგერიებაც, როგორც წესი, შეუძლებელია ხოლმე . იგი გუნდს თავდაჯერებულობას სძენს, ქმნის საკუთარ საფეხბურთო ეპოქას და შემიძლია ვთქვა, რომ ერთგვარი ეტალონია თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში."-ციტირებს ბუფონის სიტყვებს, ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ი.

39 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი, ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას 2001 წლიდან იცავს. მანამდე იგი იტალიურ საფეხბურთო კლუბ "პარმას" რიგებში ასპარეზობდა 1995-2001 წლებში. არის რამდენიმე ათეული ინდივიდუალური ჯილდოს მესაკუთრე, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ორგზის ვიცე-ჩემპიონი, უეფას თასის მფლობელი, იტალიის ყველა პრესტიჟული ტურნირის, არაერთგზის გამარჯვებული.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბუფონი იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება, ტურინის "იუვენტუსთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას, ის 2018 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.