ალკანტარა ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ალკანტარა ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

ალკანტარა ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

22-03-2017, 23:07 dachi8 ტრანსფერები / მთავარი ამბები 0

ალკანტარა ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
„ბარსელონაში“ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ „ბავარიის“ ნახევარცველი ტიაგო ალკანტარა უკან დაიბრუნონ. ამის შესახებ კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა განაცხადა.

„ტიაგო - ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, თუმცა, „ბარსელონასთვის“ პრაქტიკულად შეუძლებელია ალკანტარას შეძენა“, - მოყავს ფერნანდესის სიტყვები Cadena Ser-ს.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, თვითონ ფეხბურთელის გეგმებშიც არ შედის გერმანულ გრანდთან დაშორება. პირიქით, ნახევარმცველი მზადაა რეკორდმაისტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს 2021 წლამდე. (ამჟამინდელი 2019 წლის ზაფხულში იწურება). ეს გადაწყვეტილება ალკანტარამ თავისი მშობლიური კლუბის ინტერესის მიუხედავად მიიღო.

როგორც გამომცემლობა იუწყება, უახლოეს კვირებში ნახევარმცველის წარმომადგენელი, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება, ახალი კონტრაქტის დეტალების გასარკვევად.

ტიაგო ალკანტარა ბავარიაში 2013 წელს გადმოვიდა ბარსელონადან 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მიმდინარე სეზონში ის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია კარლო ანჩელოტის შემადგენლობაში. ბუნდესლიგაში კი ტიაგოს ანგარიშზე 21 მატჩში, 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.