» » პოდოლსკიმ თავის გამოსამშვიდობებელ მატჩში გაიტანა

პოდოლსკიმ თავის გამოსამშვიდობებელ მატჩში გაიტანა

23-03-2017, 16:56 dachi8 სიახლეები 0

პოდოლსკიმ თავის გამოსამშვიდობებელ მატჩში გაიტანა
ლუკას პოდოლსკი სუპერ გოლით გამოირჩა თავის გამოსამშვიდობებელ მატჩში ნაკრების მაისურით. ამხანაგურ მატჩში ინგლისის წინააღმდეგ ყოფილმა „ბავარიელმა“ 69-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა და ძლიერი დარტყმით ჯო ჰარტის კარი აიღო.

შეხვედრა ლუკას პოდოლსკისადმი მიძღვნილი სიტყვით დაიწყო. პოდოლსკიმ თავის გამოსვლაში გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა შესანიშნავი მხარდაჭერისთვის 13 წლის განმავლობაში. 2014 წელს ლუკასმა თავის კარიერაში კულმინაციური მომენტი იზეიმა ნაკრებთან ერთად, გახდა რა მსოფლიოს ჩემპიონი.

მატჩი ორივე გუნდის მხრიდან აქტიური მოქმედებებით დაიწყო. მიუხედავად მატჩის ამხანაგური ხასიათისა, გუნდები კარგ სისწრაფეებს დემონსტრირებდნენ, თითოეულ ეპიზოდში თავდაუზოგავი ორთაბრძოლა მიდიოდა ბურთისათვის. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში, სამწუხაროდ შეუთანხმებლობა შეინიშნებოდა. იოაჰიმ ლიოვმა ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა, რომელშიც დებიუტანტად „ლაიფციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი ჰყავდა. „ბავარიელებიდან“ პირველივე წუთებიდან მათს ჰუმელსი და იოშუა კიმიხი გამოვიდნენ. კიმიხმა დაცვის მარჯვენა ფლანგი დაიკავა.

ინგლისის ნაკრები უფრო მთლიან გუნდად გამოიყურებოდა და პირველი ტაიმის განმავლობაში შეეძლო 2-ჯერ გაეხსნა ანგარიში. 31-ე წუთზე ლალანა პრაქტიკულად 1/1-ზე დარჩა ტერ შტეგენთან, მაგრამ ბურთი მისი დარტყმულის შემდეგ ძელს მოხვდა. 41-ე წუთზე კი დელე ალიმ 12 მეტრის დისტანციიდან ბურთი პირდაპირ ტერ შტეგენს მოახვედრა.

პოდოლსკის გაცილება და გოლი

მატჩის 69-ე წუთზე გერმანიის ნაკრებმა ანგარიში გახსნა! ლუკას პოდოლსკიმ საჯარიმოს სიახლოვიდან მარცხენათი ტყვიასავით გაისროლა და წარმოუდგენლად ლამაზი გოლი გაიტანა ზუსტად ცხრიანში. ჯო ჰარტს შანსიც კი არ ჰქონდა ეს დარტყმა მოეგერიებინა. 77-ე წუთზე მოედანზე ერთი „ბავარიელით“ მეტი გახდა - თომას მიულერმა ტიმო ვერნერი შეცვალა.

კვირას, 26 მარტს კი ჰუმელსს, მიულერს და კიმიხს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში, აზერბაიჯანის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება. მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.