» » ჰიონესი: "ბაიერნის" ჩემპიონობას უკვე მილოცავენ

ჰიონესი: "ბაიერნის" ჩემპიონობას უკვე მილოცავენ

24-03-2017, 10:46 -ss- სიახლეები 0 49

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერი" ზედიზედ მეხუთედ იზეიმებს, გერმანიის ჩემპიონატის მოგებას. როგორც "ბავარიელთა" ხელმძღვანელმა, ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მიუნხენური კლუბი, ქულათა დიდი სხვაობით უსწრებს, მეორე ადგილოსან "ლაიპციგს" და თეორიულ შანსებზე საუბარი, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა "ბაიერნმა" ჩემპიონობა ვერ მოიპოვოს, უადგილოდ მიაჩნია.

"შემიძლია გითხრათ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ჩემპიონობას უკვე მილოცავენ. როდესაც შენს უახლოს მდევართან 13 ქულიანი ჰანდიკაპი გაქვს, და გარდა ამისა, გაქვს უპირატესობა, ბურთების თანაფარდობას შორის, ეს უკვე 14 ქულიან წინსწრებას ნიშნავს. იმისათვის, რომ "ბავარია" ჩემპიონი ვერ გახდეს, მან უნდა წააგოს 5 შეხვედრა, ხოლო მისმა მდევარმა მოიგოს ამდენივე, ამას კი რეალობასთან საერთო არაფერი აქვს" - აცხადებს გერმანული გრანდის ხელმძღვანელი ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის 25-ე ტურის მონაცემების მიხედვით, მიუნხენის "ბაიერნი" 62 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული და მის უშუალო კონკურენტს, "ლაიპციგს" 13 ქულიანი სხვაობით უსწრებს.

ზემოხსენებული ტურნირის ეგიდით, შემდეგ მატჩს "ბავარია" 1 აპრილს, "ალიანც არენაზე", აუგსბურგის წინააღმდეგ გამართავს და მორიგი ქულების მოპოვებას შეეცდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..