» » ქალთა ჩემპიონთა ლიგა: მიუნხენის ბაიერნმა პსჟ დაამარცხა!

ქალთა ჩემპიონთა ლიგა: მიუნხენის ბაიერნმა პსჟ დაამარცხა!

24-03-2017, 15:12 LEV4NI სიახლეები 0

ქალთა ჩემპიონთა ლიგა: მიუნხენის ბაიერნმა პსჟ დაამარცხა!
23 მარტს მიუნხენის ბაიერნმა ქალთა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ფრანგულ პსჟ-ს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე.

უნდა ითქვას რომ გრუნვალდერ შტადიონზე გამართული დაპირისპირება რომელსაც 7 300 ადამიანი დაეწსრო საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, საწყისი წუთებში გარკვეულ უპირატესობას პარიზელები დაეუფლნენ და შეიძლება ვთქვათ რომ გერმანული კლუბის მოთამაშეებს ანგარიშის გასახსნელად რეალური მომენტი არ ჰქონიათ.

თუმცა სწორედ ბავარიელთა სასახელოდ უნდა ავღნიშნოთ რომ მეორე ტაიმში სურათი რადიკალურად შეიცვალა, პირველი ნახევრისგან განსხვავებით გუნდი შეტევით ფაზაში გაცილებით უფრო მეტ ფანტაზიას იჩენდა რაც ჯერ სტატისტიკაში აისახა მოგვიანებით კი გატანილმა გოლმაც არ დააყოვნა...

72-ე წუთზე სარა დაბრიტცის გადაცემა ვივიენ მიდემამ შედეგიანად გადაგზავნა მეტოქე გუნდის კარში და რეკორდმაისტერი დააწინაურა. საინტერესო გახლავთ რომ 20 წლის ჰოლანდიელი ფორვარდსთვის აღნიშნული გოლი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით რიგით მე-8 აღმოჩნდა, ბომბარდირთა დავაში კი ეს უკანასკნელი პირველ ადგილს ვოლფსბურგის უნგრელ შემტევთან ჯანეტ მაკაფისთან ერთად იყოფს.

ამის შემდეგ უკვე ფრანგებიც გამოცოცხლდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე ეპიზოდი შექმნეს, თუმცა საბოლოოდ ბავარიელთა კარში გოლი აღარ გასულა და მატჩიც ზემოთ ნახსენები ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ტომას ვორლეს შეგირდებმა მომდევნო ეტაპის საგზურისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს, რაც შეეხება 1/2 ფინალურ ეტაპზე გასული გუნდის ვინაობას ის ოფიციალურად 29 მარტს გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ბაიერნისა და პსჟ-ს ქალთა გუნდები დაპირისპირებას ამჯერად საფრანგეთის დედაქალაქში გამართავენ.

საპასუხო დაპირისპირება კი თბილისის დროით 22:00 საათზე აიღებს სტარტს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.