» » ჰიონესი: ანჩელოტი გვამშვიდებს, რომ ბავარია ნახევარფნალში გავა

ჰიონესი: ანჩელოტი გვამშვიდებს, რომ ბავარია ნახევარფნალში გავა

27-03-2017, 14:42 dachi8 სიახლეები 0

ჰიონესი: ანჩელოტი გვამშვიდებს, რომ ბავარია ნახევარფნალში გავა
„ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა აღნიშნა, რომ გაგებით ეკიდება გუნდის იმ ფეხბურთელების უკმაყოფილებას, რომლებიც სხვებთან შედარებით ხშირად ხვდებიან სათადარიგო სკამზე.

„ჩვენს მწვრთნელს თავის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი ყავს, თუმცა ეს შესაძლოა პრობლემა გახდეს. „ბავარიაში“ ამან შეიძლება რაღაც ასპექტში არამშვიდი გარემო შექმნას. ამის მიუხედავად, „ბავარიის“ ფეხბურთელების უკმაყოფილება - ნორმალური მოვლენაა. იმ კატეგორიის ფეხბურთელების შემადგენლობაში ყოფნა არც ჩვენ არ გვსურს, რომლებიც კმაყოფილები იქნებიან ნაკლები სათამაშო დროითა და სათადარიგო სკამზე ჯდომით. მთავარია - გუნდში ფეხბურთელების ფორმა და სათანადო მიკროკლიმატი შენარჩუნდეს. ჩვენი ფეხბურთელები ანთებულნი არიან მოედანზე თამაშის სურვილით, „ბავარიის“ ფეხბურთელს ბურთით ყოველთვის აქვს ორი-სამი შესაძლებლობა თამაშის გაგრძელების და როდესაც ისინი მესამე გოლს იტანენ, ყოველთვის ცდილობენ მეოთხეც გაიტანონ“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს AS.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე ორ გრანდს შორის მოახლოებულ დაპირისპირებას, ული ჰიონესი აღნიშნავს, რომ რეკორდმაისტერის იტალიელ სპეციალისტს ჯერაც არ დავიწყებია მადრიდის „რეალიდან“ გათავისუფლება და მოგების სირვილითაა ანთებული.

„კარლო „რეალს“ და მის ფეხბურთელებს, როგორც თავისი ხუთი თითი ისე იცნობს. ამის გარდა, ანჩელოტი მეტად მონდომებულია „რეალთან“ მოგებით, იმის გამო, თუ როგორ გაათავისუფლეს იგი. მისი წასვლის პროცესი „რეალიდან“ ძალიან სასიამოვნო არ ყოფილა. თუმცა, ჩვენი მწვრთნელი სავსებით მშვიდადაა და ჩვენც გვამშვიდებს იმ სიტყვებით, რომ „ბავარია“ ნახევარფინალში გავა“, - აღნიშნა ჰიონესმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.