» » Sport Bild: რობენმა ჩინეთიდან შემოთავაზება მიიღო

Sport Bild: რობენმა ჩინეთიდან შემოთავაზება მიიღო

29-03-2017, 16:12 -ss- ჭორები 0 46

გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-ი ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველიმა, ჩინურ საფეხბურთო კლუბ "გუანჯოუ ევერგრანდი"-სგან შემოთავაზება მიიღო და შორეულ აღმოსავლეთში გადაბარგების სანაცვლოდ, ძალზედ "მსუყე" პირობებსაც ჰპირდებიან.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ "რეკორდმაისტერის" მხრიდან, არ იქნება სათანადო დაინტერესება, ჰოლანდიელი შემტევის, "ბავარიული" კარიერის შემდგომი გაგრძელებისა, მაშინ შესაძლოა, რომ ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღოს და მოღვაწეობა ჩინეთში განაგრძოს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ უშუალოდ არიენ რობენმა, სულ რამდენიმე ხნის წინ, პრესასთან მიცემულ ინტერვიუში, ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩინურ საფეხბურთო კლუბში, მისი ასპარეზობის ალბათობა, არსებობს თუმცა მხოლოდ მინიმალურ დონეზე. ჰოლანდიელის განცხადებით, საკუთარი ფიზიკური კონდიციები, ჯერ-ჯერობით აძლევს იმის საშუალებას, რომ როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო ფეხბურთში, მაღალი მიზნებისათვის იბრძოლოს.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნსა" და არიენ რობენს შორის მოქმედი ხელშეკრულება, 2018 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში, ვეტერანმა "ბავარიელმა", მიუნხენური კლუბის, მაისურით 26 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 11 გოლით და 8 შედეგიანი გადაცემით.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..