» » კომენტარები: ჰოფენჰაიმი 1 : 0 ბაიერნი

კომენტარები: ჰოფენჰაიმი 1 : 0 ბაიერნი

5-04-2017, 01:41 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: ჰოფენჰაიმი 1 : 0 ბაიერნი
“ბავარიელები“ ფინალურ სასტვენამდე იბრძოდნენ, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს. საბოლოოდ „ჰოფენჰაიმმა“ მინიმალური გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 1:0. ეს გამარჯვება ბადენ-ვიურტემბერგის გუნდისთვის პირველი გახდა თავის არსებობის ისტორიაში მიუნხენელებზე.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ვულოცავ „ჰოფენჰაიმს“. ჩვენ ცოტა არ იყოს გაოცებულნი ვიყავით მათი თამაშის სტილით და დაცვაში საუკეთესოდ არ ვმოქმედებდით. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში გაცილებით კარგად და უფრო აგრესიულები ვიყავით. გვქონდა შანსები ანგარიში გაგვეთანაბრებინა, მაგრამ ზოგჯერ ისეთი დღეებიც არის, როდესაც გოლი ვერ გაგაქვს“.

არიენ რობენი: „დასანანია, რომ ასე გამოვიდა. ასეთი რამ ჩვენს თავს არ უნდა ხდებოდეს. პირველ ტაიმში მინდორზე ცუდად ვიყავით განლაგებულნი და თითოეულ ჯერზე ერთი ნაბიჯით ვაგვიანებდით. ასეთ შემთხვევებში კი ყოველთვის წარმოიქმნება უსიამოვნებები. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვთამაშობდით, მომენტებიც გვქონდა. სამწუხაროდ, ბურთი კარში არ შევიდა“.

იულიან ნაგელსმანი („ჰოფენჰაიმის“ მწვრთნელი): „“ბავარიაზე“ გამარჯვება, მთლიანობაში ძალიან კარგად ჟღერს. ჩვენ ძალიან დიდხანს ველოდით ამას. კარგი თამაში ვაჩვენეთ დღეს. ჩვენმა გეგმამ უბრალოდ შესანიშნავად იმუშავა. თამამად ვთამაშობდით და პირველ ტაიმში ნამდვილად კარგ თამაშს ვდემონსტრირებდით. არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დაუმსახურებლად გავიმარჯვეთ. მე-2 ტაიმში ცოტა მოვუკელით, ზოგ მომენტებში თამაში ხელბურთს ჰგავდა. მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.