» » ზამერი: "ბაიერნს" სპორტული დირექტორი არ სჭირდება

ზამერი: "ბაიერნს" სპორტული დირექტორი არ სჭირდება

5-04-2017, 11:30 -ss- სიახლეები 0

ზამერი:
მათიას ზამერი, რომელსაც სულ რამდენიმე ხნის წინ, მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის თანამდებობა ეკავა, საინტერესო კომენტარს აკეთებს, ინტერნეტ-გამოცემა Kicker-თან საუბრისას. 49 წლის სპეციალისტის განცხადებით, "რეკორდმაისტერს" სპორტული დირექტორი, საერთოდ არ ესაჭიროება, რადგანაც კლუბში მომუშავე პროფესიონალ კადრებს, ისედაც შეუძლიათ, შესაბამისი საკითხების მოგვარება.

"ჩემი აზრით, გადაჭრით მტკიცება იმისა, რომ მიუნხენის "ბაიერნს" სასწრაფოდ ესაჭიროება სპორტული დირექტორი, უბრალოდ სიმართლეს მოკლებულია. კლუბში მუშაობენ ისეთი პროფესიონალი ადამიანები, როგორებიც არიან, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი. სპორტული პროექტების განვითარებისათვის საჭირო საკითხების გადაწყვეტა კი მათ ნამდვილად შეუძლიათ. "-ციტირებს მათიას ზამერის სიტყვებს Kicker-ი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც მათიას ზამერმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიუნხენური კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა, ვადაზე ადრე დატოვა, კლუბი კვლავაც შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე კადრის ძიებაშია. თავდაპირველი ინფორმაციით, ხსენებული თანამდებობა, "ბავარიელთა" ამჟამინდელ კაპიტანს, ფილიპ ლამს უნდა დაეკავებინა, მას შემდეგ რაც მიმდინარე სეზონის ბოლოს, საკუთარ საფეხბურთო კარიერას ოფიციალურად დაასრულებდა, თუმცა როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, ამისათვის ჯერ იგი მზად არ არის. რამდენიმე დღის წინა, გამოცემა Die Welt-თან მიცემულ ინტერვიუში, კაპიტანმა საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარი მქონდა. საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე, რომ სპორტული დირექტორის კომპეტენციაში შემავალ საკითხებსა და უფელბამოსილებებს, ჩვენ სხვადასხვაგვარად ვუყურებთ. გარდა ამისა, მომქანცველი სეზონის დასრულების შემდეგ, დასასვენებელი პერიოდი, ჩემთვის ძალიან ხანმოკლე იქნებოდა და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შევჯერდით იმ პოზიციაზე, რომ ამ ეტაპისათვის, ხსენებული თანამდებობის დაკავება უბრალოდ არ შემიძლია"-განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა, ჟურნალისტთან საუბრისას.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.