» » ლევანდოვსკი მომდევნო თამაშისთვის მზად იქნება

ლევანდოვსკი მომდევნო თამაშისთვის მზად იქნება

6-04-2017, 16:49 LEV4NI სიახლეები 0

ლევანდოვსკი მომდევნო თამაშისთვის მზად იქნება
ცნობილი ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ვარსკვლავმა დღევანდელი სავარჯიშო სესია ნაადრევად დატოვა.

ამ ყველაფრის მიზეზი კი დისკომფორტი გახლდათ რომელიც რობერტმა მარჯვენა ფეხში იგრძნო, კარლო ანჩელოტისთან მცირე პერიოდიანი გასაუბრების შემდეგ კი ფეხბურთლემა ვარჯიში დატოვა და გასახდელისაკენ გაეშურა.

აღნიშნული ინფორმაცია ბავარიული კლუბის გულშემატკივრებისთვის ძალიან არასასიამოვნოა, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პოლონელ ფორვარდს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება და მომდევნო თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

მოგვიანებით ის ფაქტი, რომ ლევანდოვსკის სერიოზული ტრავმა არ აქვს და მომდევნო მატჩების გამოტოვება არ ემუქრება თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.

შესაბამისად მიუნხენელთა მე-9 ნომერი სრულ მზადყოფნაშია და კლუბის დახმარება უახლოეს დაპირისპირებებში დორტმუნდის ბორუსიასა და მადრიდის რეალის წინააღმდეგ შეუძლია.

უნდა ვთქვათ იმის შესახებაც, რომ ზაბენერ შტრასეზე მანუელ ნოიერმა დღეს აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარა, მართალია, დორტმუნდის წინააღმდეგ მანუ მოედანზე დიდი ალბათობით ვერ გამოვა, თუმცა მისი თამაში „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ტომას მიულერის ირგვლივაც, გერმანელმა მოთამაშემ ვარჯიშები განაახლა, თუმცა გულშემატკივრები მის თამაშს შავ-ყვითლების წინააღმდეგ ვერ იხილავენ. კარლო ანჩელოტის თქმით კი ტომასი მადრიდის რეალთან გასამართ დაპირისპირებაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

შეგახსენებთ რომ ბაიერნი მომდევნო 2 მატჩს საკუთარ არენაზე გამართავს, 8 აპრილს გუნდი დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს, ხოლო, 4 დღის შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.