» » კოსტა დაბრუნების პირასაა, მიულერი და ნოიერი ვარჯიშებს კვირას განაახლებენ

კოსტა დაბრუნების პირასაა, მიულერი და ნოიერი ვარჯიშებს კვირას განაახლებენ

7-04-2017, 22:19 dachi8 სიახლეები 0

კოსტა დაბრუნების პირასაა, მიულერი და ნოიერი ვარჯიშებს კვირას განაახლებენ
მანუელ ნოიერი მინდორს დაუბრუნდა. პარასკევს დილით მსოფლიოს საუკეთესი მეკარემ, რომელმაც 1 კვირის წინ მცირე ტრავმა მიიღო, ნახევარსაათიან ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. „ყველაფერი გეგმის მიხედვითაა, თუმცა მინდორზე გამოსვლა მისთვის ჯერ ნაადრევია, გარისკვა არ გვსურს“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

იგივე ეხება თომას მიულერსაც, რომელმაც „აუგსბურგთან“ გამართულ მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო. პარასკევს მსოფლიოს ჩემპიონი სირბილს დაუბრუნდა. დორტმუნდთან მატჩში მიულერი არ ითამაშებს. ანჩელოტი იმედოვნებს, რომ ნოიერი და მიულერი კვირას საერთო ჯგუფში ვარჯიშს შეძლებენ. „ორივე აუცილებლად მზად იქნება „რეალთან“ მატჩისთვის“, - განაცხადა იტალიელმა.

თუმცა, ერთი ქამბექი შაბათს მაინც შედგება: დუგლას კოსტა, რომელსაც 3 კვირა არ უთამაშია, მუხლის ტრავმის გამო, ოთხშაბათიდან საერთო ჯგუფში ვარჯიშობს. „ხვალ მას მინდორზე გამოსვლა შეეძლება. ჩვენ ჩვენი საუკეთესო თამაში და შემადგენლობა დაგვჭირდება. არანაირ როტაციას ადგილი არ ექნება“, - ხაზგასმით აცხადებს ანჩელოტი.

გარანტირებულად სასტარტო შემადგენლობაში ჟერომ ბოატენგი გამოვა. „ხვალ ის ითამაშებს. მაგრამ მე ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, თუ ვის შევუწყვილებ მას“, - დასძინა მწვრთნელმა.

დორტმუნდში საკადრო პრობლემებია

დორტმუნდში ტურის ცენტრალური მატჩის წინ საკადრო პრობლემებია. მთავარი მწვრთნელის ტომას ტუხელის თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშაა იულიან ვაიგლი, სინძი კაგავა, ლუკაშ პიშჩეკი და მარკ ბარტრა. დანამდვილებით ხვალინდელ მატჩში არ მიიღებენ მონაწილეობას მარკო როისი, ანდრე შურლე, ერიკ დურმი და მარიო გიოტცე.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.