» » კომენტარები: ბაიერნი 1 : 2 რეალი

კომენტარები: ბაიერნი 1 : 2 რეალი

13-04-2017, 03:12 dachi8 მიმოხილვა 0

კომენტარები: ბაიერნი 1 : 2 რეალი
ამ მატჩს მსოფლიოში ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ელოდა. პირველ ¼ ფინალურ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე „ბავარიამ“ და „რეალმა“ საინტერესო თამაშით, ყველას მოლოდინი გაამართლა. „ბავარიის“ სამწუხაროდ, ანგარიში 1:2 დაფიქსირდა. მიუნხენელების საწინააღმდეგოდ რობერტ ლევანდოვსკის არ ყოფნამ და მარტინესის გაძევებამ ითამაშა. თუმცა ½-ში გასასვლელად კარგი შანსები რჩებათ მიუნხენელებს. განსაკუთრებით როდესაც კარში მანუელ ნოიერი გყავს - აბსოლუტური ვარსკვლავი დღევანდელი თამაშისა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „დეტალებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ჩვენ არ გამოვიყენეთ პენალტი და მე-2 ტაიმის დასაწყისში გოლი გავუშვით. მარტინესის გაძევებამ ძლიერად იმოქმედა გუნდზე. პირველ ტაიმში მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ არ გვყოფნიდა ეფექტურობა. უმცირესობაში, რა თქმა უნდა, რთულია თამაში. ამის მიუხედავად, ჩვენ კარგად ვმოქმედებდით. საპასუხო მატჩამდე 6 დღე გვაქვს. წინ კი კიდევ 90 წუთი, ჩვენ საუკეთესოს ვაჩვენებთ, რისი შესაძლებლობაც გაგვაჩნია. იტალიაში ამბობენ: „ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ“.

ფილიპ ლამი: „პირველ ტაიმში ჩვენ ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვქონდა, მაგრამ არასაკმარისად თანმიმდევრულად ვიყენებდით თავისუფალ ზონებს. მატჩი შემოგვიტრიალდა როდესაც ბურთი გავუშვით. მარტინესის გაძევებამ კი ძლიერად დაგვჯაბნა“.

თომას მიულერი: „მატჩში მრავალფეროვანი ფაზები იყო. ჩვენ კარგი შესაძლებლობები გვქონდა, ანგარიში 2:0 შეგვეძლო გაგვეხადა, პენალტის რეალილზაცია რომ მოგვეხდინა. ამ დროისთვის „რეალს“ არც ერთი საგოლე მომენტი არ ჰქონდა შექმნილი. მე-2 ტაიმში უყურადღებოდ ვითამაშეთ და შედეგად ფლანგიდან ჩაწოდება მივიღეთ, რასაც გოლი მოჰყვა. შემდეგ კი გაძევება დაემატა. ამგვარად სასწორი სხვა მიმართულებით გადაიხარა. საბოლოოდ ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ანგარიში 1:2 დარჩა. მადრიდში ჩვენ შანსი გვექნება რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. ჩვენ საკმაოდ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს ძალებში. საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს იმისათვის, რომ მადრიდში მოვიგოთ“.

მანუელ ნოიერი: „მნიშვნელოვანია მინდორი მთლიანი შემადგენლობით დატოვო. მარტინესის გაძევების შემდეგ ბურთის ფლობა არ გამოგვივიდა, სიზუსტე დაგვაკლდა. ანგარიში უფრო მსხვილიც შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ. პირველ ტაიმში ჩვენ საუკეთესო გუნდი ვიყავით მოედანზე. ანგარიში კი შეგვეძლო 2:0 და 3:0 გაგვეხადა, მაგრამ ჩვენს თავში დამაჯერებლობა დაგვაკლდა“.

ზინედინ ზიდანი („რეალის“ მწვრთნელი): „ჩვენ ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით. „ბავარია“ ძალიან ძლიერი იყო პირველ ტაიმში. ისინი კარგ თამაშს აჩვენებდნენ. ჩვენ, სამწუხაროდ, ძლიერ გაგვიჭირდა. თუმცა, სიმშვიდე და მოთმინება მოვიკრიბეთ და ცივი გონებით მივუდექით საქმეს. მე-2 ტაიმში თამაში გავაუმჯობესეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. პირველი თამაში მოვიგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი. წინ კიდევ საპასუხო მატჩი გველოდება და შეიძლება დავზარალდეთ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.