» » ვიდალი: ეს დასასრული არ არის

ვიდალი: ეს დასასრული არ არის

13-04-2017, 13:03
088
მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, იტალიურ სპორტულ გამოცემა Football Italia-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ გუშინდელი მარცხით, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური საგზურისათვის ბრძოლა არ დასრულებულა და "რეკორდმაისტერს" წინ უაღრესად მნშივნელოვანი, საპასუხო შეხვედრა ელის.

"გამოუყენებელი პენალტის გამო, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. ეს მარცხი, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დასრულდა. წინ, სათამაშო 90 წუთი გველის. "ბაიერნი" უდიდესი გუნდია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მსგავს რთულ სიტუაციას წარმატებით დააღწიოს თავი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მადრიდში, უეფას ჩემპიონთა ლიგის, 1/2 ფინალური ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ. ფინალში კი ტურინის "იუვენტუსთან" ვისურვებდი დაპირისპირებას", - ციტირებს Football Italia "ბავარიელთა" საყრდენის სიტყვებს.

ტურინის "იუვენტუსმა" ზემოაღნიშნული ტურნირის, 1/4 ფინალური მატჩის ეგიდით, საკუთარ სტადიონზე კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 3:0 შეძლო მეტოქე გუნდის დამარცხება. ნაკლებად წარმატებული გამოდგა, მიუნხენის "ბაიერნისათვის" პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩები, ამაწლის 18 და 19 აპრილს არის ჩანიშნული.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..