» » TZ: ეფენბერგი იულიან ნაგელსმანის შესახებ საუბრობს

TZ: ეფენბერგი იულიან ნაგელსმანის შესახებ საუბრობს

14-04-2017, 14:59 -ss- სიახლეები 0 44

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი, საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის შესახებ საუბრობს. ბავარიულ სპორტულ გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, ეფენბერგი აღნიშნავს, რომ ნაგელსმანის კანდიდატურის განხილვა, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, დროის ფუჭი კარგვაა და ეს თვით მიუნხენური კლუბის საფეხბურთო ფილოსოფიასაც კი ეწინააღმდეგება.

"ყოველგვარი საუბარი, მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მწვრთნელის შესახებ, აზრს მოკლებულია. ეს ყოველივე დროის ფუჭი კარგვაა და მეტი არაფერი. მიუნხენურ კლუბს, თავის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი, 2019 წლამდე აქვს გაფორმებული. დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს თავად იულიანიც შესანიშნავად აფასებს. გარდა ამისა, ეჭვი მეპარება "ბავარიის" საფეხბურთო ფილოსოფია, უშვებდეს იმის შესაძლებლობას, რომ გუნდს სათავეში 30 წლის სპეციალისტი ედგეს." ციტირებს ექს-ბავარიელის სიტყვებს გამოცემა TZ-ი.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე ხნის წინ, მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის მისამართით, საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ისიც დასძინა, რომ შესაძლოა მომავალში, ხსენებულ სპეციალისტსა და "რეკორდმაისტერს" შორის, თანამშრომლობა შედგეს.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, იულიან ნაგელსმანის შეგირდები, მოპოვებული 51 ქულით, გერმანიის ჩემპიონატში მე-3 პოზიციას იკავებენ და ევრო-ტურნირებზე ასპარეზობისათვის ბრძოლაში, საკმაოდ კარგ შანსსაც ინარჩუნებენ. შემდეგ მატჩს "ჰოფენჰაიმი" საკუთარ კედლებში, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" გამართავს და მორიგი ქულების აღებას შეეცდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..