» » ლევერკუზენში "ბაიერნი" ბოატენგის გარეშე ჩადის

ლევერკუზენში "ბაიერნი" ბოატენგის გარეშე ჩადის

14-04-2017, 18:18 dachi8 ანონსი 0

ლევერკუზენში
„რეალ მადრიდი?“ კარლო ანჩელოტი უარის ნიშნად თავს აქნევს. „არ მსურს ამ თემაზე საუბარი“ აცხადებს იტალიელი დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. „ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია. კარგი მატჩის ჩატარება და გამარჯვება გვსურს“ - აცხადებს მთავარი მწვრთნელი.

ბუნდესლიგის მე-12 ადგილოსან გუნდთან - ლევერკუზენის „ბაიერთან“ შეხვედრა რეკორდმაისტერისთვის ორმაგი გამოწვევა იქნება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური, რადგან მატჩი, ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის 1-ელ და მე-2 თამაშებს შუაა დანიშნული. „ჩვენ ნამდვილად არ ვართ ბედნიერნი წინა თამაშით“ აცხადებს ანჩელოტი, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სრულ კონცენტრაციას „ბაიერისაკენ“ მოიკრებს. „ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს და დარწმუნებული ვარ ხვალ თავის ხასიათს გამოვლენენ. ვფიქრობ შეგვიძლია პოზიტიური რეაქცია ვანახოთ. შემდეგ კი იმის დრო გვექნება რომ „რეალთან“ მატჩზე ვიფიქროთ“.

ბოატენგი ბაიერთან ვერ ითამაშებს

ანჩელოტი აცხადებს, რომ დაღლილ ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს. „დღევანდელ ვარჯიშზე შევხედავ და გადავწყვეტ ვინ დავასვენო და ვინ დავაყენო შემადგენლობაში“. იტალიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ხუან ბერნატი მარცხენა ფლანგზე დადგება, ხოლო დავიდ ალაბა ცენტრალური მცველის ფუქციებს მოირგებს.

რაც შეეხება მათს ჰუმელსს,მწვრთნელი აცხადებს, რომ გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა დღეს წყალში ივარჯიშა, ხვალ ქვიშაში ივარჯიშებს და კვირას შესაძლოა ვარჯიშებს დაუბრუნდეს. „იმედი მაქვს ჩვენ შეგვეძლება მისი წაყვანა მადრიდში“, აცხადებს მწვრთნელი.

ჟერომ ბოატენგი უდავოდ არ იქნება ლევერკუზენში. „ბოატენგს პრობლემები აქვს ბარძაყის კუნთზე, მაგრამ ვფიქრობთ მოასწრებს გამოჯანმრთელებას მადრიდისათვის“, - აცხადებს ანჩელოტი. რეკორდმაისტერი ლევერკუზენში ჟერომ ბოატენგის, მათს ჰუმელსისა და რობერტ ლევანდოვსკის გარეშე გაემგზავრება, ამ უკანასკნელს ტრავმასთან ერთად დისკვალიფიკაცია აქვს ყვითელი ბარათების გადამეტების გამო.
გუნდს „ბავარიის“ დუბლიდან ცენტრალური მცველი ნიკოლას ფელდხანი დაეხმარება.


ლევერკუზენის „ბაიერიც“ საკადრო პრობლემებით ხვდება მიუნხენელებს

„ბაიერის“ მწვრთნელმა ტაიფუნ კორკუტმა გუნდს შეუპოვარი ბრძოლისკენ მოუწოდა. „ჩვენ სიმშვიდეს არ მივცემთ მეტოქეს და შევეცდებით რომ თამაშის კონტროლი ჩვენს სასარგებლოდ წარვმართოთ“.
აღნიშნულ მატჩში „ბაიერს“ ჩიჩარიტო, ჯონატან ტა (ორივეს ბარძაყის ტრავმა), ლარს ბენდერი (ტერფის ოპერაცია) და ჰაკან ჩალხანოღლუ (დისკვალიფიკაცია) ვერ დაეხმარებიან.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.