» » კომენტარები: ბაიერი 0 - 0 ბაიერნი

კომენტარები: ბაიერი 0 - 0 ბაიერნი

16-04-2017, 00:31
086
ბუნდესლიგის 29-ე ტურში „ბაიერნმა“ სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერთან“ ანგარიში ფრე დააფიქსირა. შინ ქულა წამოიღო, თუმცა რეკორდმაისტერი კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს. „ჩვენს თავზე ვართ გაღიზიანებული“ - იმედგცრუებული აცხადებდა მატჩის შემდგომ თომას მიულერი.

მატჩის შემდგომი კომენტარები

კარლო ანჩელოტი: „გუნდმა კარგი შესრულებით ითამაშა. დიდი ინტენსივობით ვთამაშობდით, ბევრი შესაძლებლობაც გვქონდა, მაგრამ ზოგჯერ ფრეს იღებ“.

თომას მიულერი: „კარგი განწყობა და თამაში გვქონდა, მაგრამ შანსების გამოყენება - ფატალური. მოგებას ვერ შეძლებ თუ ვერ გაიტან. ჩვენ სამი, ოთხი, ხუთი შანსი მაინც გვქონდა. ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მქონდა მეც, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, ამიტომ ჩვენი თავით გაღიზიანებულები ვართ“.

დავიდ ალაბა: „თავიდანვე ვცდილობდით ჩვენი გეგმა განგვეხორციელებინა და ეს მოვახერხეთ უმეტეს შემთხვევაში. დადებით მომენტად შეიძლება ის ჩავთვალოთ, რომ ბევრი შანსი შევქმენით, მაგრამ მათგან მაქსიმლური შედეგის მიღება ვერ შევძელით. სამშაბათამდე კიდევ დიდი დრო გვაქვს. ჩვენ გვჯერა ჩვენი თავის. ძალიან მოტივირებულნი ვართ და სულმოუთმენლად ველოდებით მადრიდში მატჩს. ყველაფერს გავიღებთ წარმატებისათვის“.

ტაიფუნ კორკუტი (ლევერკუზენის „ბაიერის“ მწვრთნელი): „ვიცოდით, რომ ბევრის მოთმენა მოგვიწევდა და ბურთის ფლობა არ გვექნებოდა. გუნდის გამო მოხარული ვარ და იმისთვის, რომ კაცნაკლულმა გუნდმა ეს ქულა შევინარჩუნეთ. ჩვენ ბევრი შანსი არ მიგვიცია მათთვის, როდესაც 10 კაცით დავრჩით, რაც უფრო მეტ დამაჯერებლობას გვმატებს“.

ბერნდ ლენო (ლევერკუზენის „ბაიერის“ გოლკიპერი): „ცოტა დავმშვიდდით. ეს გრძელი ორთაბრძოლა იყო და საბედნიეროდ ჩვენი თავი დავაჯილდოვეთ. თუ ჩვენს შანსებს შეხედავთ უნდა თქვათ, რომ ჩვენ ცოტა გაგვიმართლა რომ ქულა ავიღეთ“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..