» » ციფრები და ფაქტები, რეალთან დაპირისპირების წინ

ციფრები და ფაქტები, რეალთან დაპირისპირების წინ

18-04-2017, 13:14 dachi8 ანონსი 0

ციფრები და ფაქტები, რეალთან დაპირისპირების წინ
მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდების დაპირისპირება უკვე კლასიკა გახდა. დღეს საღამოს 2 სუპერ კლუბი ერთმანეთს მე-18-ედ დაუპირისპირდება. ამდენჯერ არც ერთ სხვა დუელს არ ქონია ადგილი. fcbayern.com წარმოგვიდგენს ციფრებს და ფაქტებს მოახლოებულ დაპირისპირების წინ.
სტატისტიკის მიხედვით „ბავარია“ ოდნავ უკეთესია.

სამშაბათს ევროთასების ფარგლებში ორივე გუნდი ერთმანეთს 24-ედ შეხვდებიან. წინა 23 მატჩში „ბავარიამ“ 11 მოგება დააიქსირა, 2 ფრედ დასრულდა, 10-ჯერ „რეალმა“ მოიგო. საერთო ანგარიში 34-33-ზე „ბავარიის“ სასარგებლოდ.

წინა 2 მოგება ბერნაბეუზე

ნახევარფინალში გასასვლელად „ბავარიას“ მოგება სჭირდება 2 გოლიანი სხვაობით. „ბავარიამ“ უკვე შეძლო 2-ჯერ სტუმრად „რეალისთვის“ მოეგო.
2000 წელს „ბავარიამ“ „რეალს“ 4:2 მოუგო და 2001 წლის მაისში 1:0.
„რეალმა“ თავის მხრივ თავის საშინაო არენაზე 5 გამარჯვება მოიპოვა ბოლო საშინაო მატჩებში „ბაიერნის“ წინააღმდეგ, ხოლო, ბოლო 11 შემთხვევიდან 6 შეხვედრაში თავისი კარი მშრალად შეინახა.

სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან

სტუმრად ესპანურ კლუბებთან „ბავარიას“ ტრადიციისამებრ ადვილი გასეირნება არ აქვს ხოლმე. ბოლო 14 მატჩში ესპანეთში მიუნხენელებმა მხოლოდ 2 შემთხვევაში გაიმარჯვეს (2 ფრე და 10 წაგება). ბოლო 4 მატჩი „ბავარიელებმა“ წააგეს და ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანეს. მთლიანობაში მიუნხენელებმა ესპანელების წინააღმდეგ გასვლით მატჩებში 25 შეხვედრიდან 6 გამარჯვება მოიპოვეს, 5 ფრე და 14 წაგება.

„რეალის“ ძლიერი მხარე

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 13 მატჩია არ აგებს (8 მოგება, 5 ფრე). მხოლოდ ერთი მატჩი წააგო ბოლო 23 მატჩიდან, ისიც გერმანულ კლუბთან (ვოლფსბურგთან 0:2). ყველა ტურნირზე „რეალმა“ მხოლოდ 1 მატჩი წააგო ბოლო 31 მატჩიდან (25 მოგება, 5 ფრე) - იანვარში 2017 წელს „სელტასთან“ (1:2)

სასტვენთან უნგრელი არბიტრია - ვიქტორ კაშაი

მატჩს უნგრელი არბიტრი ვიქტორ კაშაი განსჯის. გამოცდილი არბიტრისთვის ეს 44-ე მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე. მე-5-ედ განსჯის მატჩს „ბავარიის“ მონაწილეობით. წინა 4 მატჩში „ბავარიელებმა“ 3 გამარჯვება მოიპოვეს და 1 წაგება იგემეს: 2012 წლის ნახევარფინალში „რეალის“ წინააღმდეგ (1:2).
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.