» » კომენტარები: რეალი 4 - 2 ბაიერნი

კომენტარები: რეალი 4 - 2 ბაიერნი

19-04-2017, 03:13 dachi8 მიმოხილვა 0

კომენტარები: რეალი 4 - 2 ბაიერნი
“ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც ყველაფერი დადეს და თავი მსხვერპლად გაწირეს“ ამ სიტყვებით გამოვიდა კარლო ანჩელოტი პრეს-კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნი“ მადრიდის „რეალთან“ 4:2 დამარცხდა. „ ის ვინც დღეს ფეხბურთელებზე საყვედურს იტყვის ძალიან ცდება“ - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და გუნდის ხასიათი შეაქო, გუნდი, რომელიც უმცირესობაში იბრძოდა, მაგრამ იღბალმა და მსაჯმა ზურგი აქცია.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „ეს სანახაობა იყო, წარმოუდგენელი ემოციონალური სანახაობა და ჩვენ მხოლოდ შექება შეგვიძლია ამ გუნდის. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გაიღო, არ დაგვავიწყდეს, რომ რამოდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული თამაშობდა. ქუდს ვიხდი ჰუმელსის, ლევანდოვსკის, ბოატენგის და ნოიერის წინაშე. ეს დიდებული ფეხბურთი იყო. მაგრამ საუბედუროდ მსაჯმა მთლიანად განაპირობა მატჩის ბედი. ვიდალის გაძევება კი ჩვენთვის სასიკვდილო იყო. მაგრამ ნებისმიერი ვინც დღეს გუნდის მიმართ დაიჩივლებს ძალიან ცდება, ეს დიდებული თამაში იყო“.

კარლო ანჩელოტი: „ჩვენ ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, მე ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც თავი გაწირეს და რომლებმაც ყველაფერი გაიღეს, ჩვენ ახლოს ვიყავით ნახევარფინალთან. ბოლოსკენ, მსაჯის რამოდენიმე გადაწყვეტილებამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. მე ვიცი რომ ფეხბურთში ხდება, მაგრამ არა ასეთ დონეზე და ამ სტადიაზე, ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით მანამდე სანამ გაძევება არ მოხდა“.

ფილიპ ლამი: „გუნდმა ხასიათი გამოავლინა, მას გამარჯვება სურდა, მას შემდეგ ეტაპზე გადასვლა სურდა. ზოგიერთ სიტუაციაში გაგვიმართლა, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებებში ძალიან არ გაგვიმართლა. ჩვენ ანგარიშის გათანაბრება და ოვერტაიმებში გადასვლა შეგვეძლო და ჩვენმა გუნდმა დაიმსახურა რომ შემდეგ რაუნდში გადავსულიყავით. მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა“.

ჟერომ ბოატენგი: „ყველანი ჩვენს თავებს გადავახტით. ეს ძალიან ძალიან რთული თამაში იყო. ჩვენი თავის დადანაშაულება არ შეგვიძლია. შესანიშნავად ვიბრძოდით. ძალიან სამწუხაროა, რომ მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო. რამოდენიმეჯერ არ გაგვიმართლა, ჩვენ უკეთესად უნდა დაგვესრულებინა ის მომენტები. მაღლა აწეული თავებით ვბრუნდებით მიუნხენში“.

ზინედინ ზიდანი: „ჩვენ მოგვიწია ბოლომდე დავტანჯულიყავით. ჩვენ ამა წლის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა, მაგრამ ასევე ბევრი შანსიც გვქონდა პირველ ტაიმში, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ბევრი მოვითმინეთ. ვფიქრობ 2 თამაშის შემდეგ ჩვენ დამსახურებულად გავდივართ შემდეგ ეტაპზე. რონალდუმ გადამწყვეტი როლი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა 2 თამაშში. მე როგორც წესი, არ ვლაპარაკობ მსაჯებზე, მაგრამ დღეს შემიძლია გავიგო „ბავარიელების“ გაბრაზებაც“.

ტონი კროოსი: „ეს დიდებული თამაში იყო, თუმცა სამწუხაროა, რომ თამაშის ბედი მსაჯის არასწორი გადაწვეტილებით წყდება. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..