» » ვიდალი: რეალი შეშინდა და არბიტრის შოუც დაიწყო

ვიდალი: რეალი შეშინდა და არბიტრის შოუც დაიწყო

19-04-2017, 07:44
0102
“ბავარიის“ ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, რომელიც გაძევებული იქნა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებისას ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალურ მატჩში, უკმაყოფილებას გამოთქვამს ვიქტორ კაშაის მიერ ჩატარებულ მსაჯობაზე.

„რეალმა“ იგრძნო რომ მოგება შეგვეძლო და შეეშინდათ, სწორედ მაგ დროს არბიტრის შოუც დაიწყო. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთ გაძარცვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ეს საკმაოდ გამოვცადეთ და კითხვები დაგვიგროვდა".

"ჩვენ შემდეგ ეტაპზე გვსურდა გასვლა და ძალიან გვაღიზიანებს ის, რომ ასეთი დონის მატჩის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა. მან უამრავი შეცდომები დაუშვა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოგვაგდო“.

"როდესაც ასე გამცირებენ, ამასთან შეგუება ძალიან რთულია. ეს ძალიან ძლიერად გაბრაზებს“ - თქვა ვიდალმა.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი ნახევარმცვლელი 84-ე წუთზე მატჩიდან გაძევებული იქნა მსაჯის მიერ, ჯამში 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო. თუმცა „ბაიერნის“ ნახევარმცველს წესები არ დაურღვევია.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..