კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია

კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია

21-04-2017, 15:33 dachi8 თავისუფალი სტატია / მთავარი ამბები 0

კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია
კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია
ის აჟიოტაჟი რაც ჩემპიონთა ლიგაზე ¼ ფინალში საპასუხო მატჩს „რეალი-ბავარიას“ მოყვა სერიოზული აღმოჩნდა, მსაჯთა ბრიგადის შეცდომების გამოვლენა ჩემთვის პრინციპის საკითხი გახდა. მითუმეტეს, ეს მაშინ როდესაც „მადრიდის რეალის“ გულშემატკივრები თითქმის ახერხებენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ყველას ვინც ფეხბურთის წესებში არ ერკვევა - თხოვნაა იგნორირება გაუკეთოს სტატიას. ყველას ვისაც აინტერესებს რეალურად რა მოხდა - მომყევით!

1. არტურო ვიდალის გაძევება

კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია


მადრიდის რეალის გულშემატკივართა უმეტესობამ დაინახა რა ეს წამიერი შეხება, უცბად გადაწყვიტეს, რომ ვიდალმა დაიმსახურა ყვითელი ბარათი. ასეა კი სინამდვილეში? ვიდეოს თუ დავაკვირდებით აშკარად ჩანს, რომ ვიდალი აქცენტირებულად ბურთზე თამაშობს. ასენსიოს ტერფის რბილი შეხება არაფერს არ ცვლის, ეს ბურთის სუფთა ართმევაა. მაქსიმუმი რაც ამ სიტუაციიდან „რეალმა“ მიიღოს, უმნიშვნელო შეხებისათვის - ეს ჯარიმაა, თუმცა არანაირ მეორე ყვითელ ბარათზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს. მსაჯი ნამდვილად შეცდა, შეცდა უხეშად.

2. ვიდალი ადრე იყო გასაგდები

ნამდვილად, 48-ე წუთზე ვიდალმა დაიმსახურა მეორე ყვითელი ბარათი და შესაძლებელი იყო მისი გაძევება. მაგრამ მსაჯმა დაინდო. თუმცა, აქვე უნდა გავიხსენოთ მესამე პუნქტიც...

3. კაზემიროს არ გაძევება

მსაჯის უხეში შეცდომა კაზემიროს არ გაძევების - ფაქტი, რომელსაც „რეალის“ გულშემატკივრები ჯიუტად იგნორირებენ. საკმარისია თამაშს ხელმეორედ უყუროთ, რომ გაოცდებით, საერთოდ როგორ ჩაამთავრა ბრაზილიელმა ეს თამაში?

39-ე წუთი - კაზემირო „ბავარიის“ კონტრშეტევას აჩერებს. - ბარათს არ აძლევენ.
39-ე წუთი - წამის შემდეგ კაზემირო უხეშად ეჯახება ვიდალს. - ბარათს არ აძლევენ.
51-ე წუთი - პენალტის ეპიზოდი. ყვითელი არ არის. სიმართლე უნდა ითქვას, მსაჯის ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები. იმის გათვალისწინებით, რომ კაზემიროს უკვე 1 ყვითელი ბარათი მიღებული აქვს, მსაჯს 2 კითხვა უნდა დავუსვათ: ა) თამაშობდა კი კაზემირო პენალტის ეპიზოდში უხეშად?
ბ) არსებობდა კი პირდაპირი მუქარა კარისთვის? ორივე კითხვაზე პასუხი - არაა, ასე, რომ ამ ეპიზოდში მსაჯი არ შემცდარა.

80-ე წუთი - აბსოლუტურად უტიფრად წესების დარღვევა კაზემიროს მიერ, რომელიც კვლავ უყურადღებოდ დარჩა მატჩის მთავარ მსაჯს ვიქტორ კაშაის. 100%-იანი საყვითლე ეპიზოდი, მაგრამ ბრაზილიელს კვლავ აპატიეს.

ასე რომ, სანამ იყვირებთ ვიდალის გაძევებაზე, იმაზე დაფიქრდით, რომ კაზემირომ მასზე მეტად დაიმსახურა მატჩის დატოვება, ხოლო არბიტრმა მისი ქმედებები უყურადღებოდ დატოვა.


4. პენალტი რობენზე

კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია


მკაფიოდ ჩანს, რომ რობენმა კაზემიროს პოზიცია მოუგო, კაზემირო კი ახლოსაც არ თამაშობს ბურთზე. კონტაქტი ცხადია და არ აქვს მნიშვბელობა იმას, თუ რობენი რა სანახაობრივად დაეცა, ამ ლოგიკაზე დაყრდნოობით მარტინესი გააძევეს პირველ მატჩში, უმნიშვნელო კონტაქტზე რონალდუსთან. ფაქტია, რომ კონტაქტი იყო. კაზემირო ბურთზე არ თამაშობს = პენალტს!

5. შეცდომით დაფიქსირებული თამაშგარე ლევანდოვსკიზე

კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია


სხვათაშორის ეს 1/1-ზე გასვლა იქნებოდა მეკარესთან. სახიფათო, რომელიც პენალტის შესრულებას უტოლდება.

6. რამოსის ავტოგოლი

90% სოციალური ქსელების მომხმარებლები დავობენ, ჰქონდა თუ არა ლევანდოვსკის თამაშგარე სიტუაცია. აქტიური თუ პასიური. მაგრამ არავინ არ შეაფასა მიულერის სიტუაცია და ვერ გააცნობიერა, რომ თამაშგარე საერთოდ არაა!!!

ბევრს მაგალითისთვის ეს სურათი მოყავს

კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია


მაგრამ ბატონებო, ჯერ ერთი, სქრინშოტი ქრონოლოგიურად არასწორია, ბურთი უკვე ასხლეტილია მიულერის მკერდიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება ასეთი კადრის შეფასება. და მეორე, ამ რაკურსით სიტუაციის შეფასება არასწორია.

აი ასეთი კადრი კი რელევანტურია

კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია


სურათის ხარისხი რა თქმა უნდა, უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ სხვა ინტერნეტში არ მოიძებნება. საჭირო რაკურსით ჩანს, რომ მიულერიც და ლევანდოვსკიც კართან ახლოს იმყოფებიან ბურთის ჩაწოდების მომენტში, ვიდრე ნებისმიერი „რეალის“ მცველი. ხოლო, როდესაც 2-ნი 0-ის წინააღმდეგ გადიან თამაშგარეში, როგორც ცნობილია, თამაშგარე ფიქსირდება ბურთის ხაზზე. აქ კი ჩანს, რომ ლევანდოვსკი ერთ ხაზზეა ბურთთან. ვერდიქტი - არ არის თამაშგარე!

7. რონალდუს თამაშგარე

კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია


მკვდარი თამაშგარე. ისედაც ყველაფერი კარგად ჩანს.


8. რონალდუს მე-2 თამაშგარე

კაშაის იდენტიფიკაცია. სრული სიმართლე მსაჯობაზე მატჩში რეალი - ბავარია


სურათზე ჩანს, რომ თამაშგარეა, მაგრამ ისიც ჩანს, რომ მსაჯს პოზიცია აქვს დაკარგული და ეპიზოდს ვერ ხედავს. ამ სიტუაციაში შესაძლოა ბევრი პოზიცია არ დაკარგული მსაჯიც ვერ გარკვეულიყო და/ან არც ჩაესტვინა. ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე დიდი შეცდომები ამ ეპიზოდამდე დაუშვა მსაჯთა ბრიგადამ
.
შეჯამებისას მსაჯობზე ბევრის თქმა შეიძლება. მაგრამ იმის უარყოფა, რომ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით კაშაიმ მოკლა ბავარია - აბსურდია! დიახ მოკლა ბავარია, მაშინ როდესაც ვიდალი გააძევა და დამატებით დროში მიუნხენური კლუბი 10 კაცით დატოვა. მოკლა კიდევ ბევრ ეპიზოდში, რომელიც მაღლა დეტალურადაა განხილული.

დაიმსაურა თუ არა „რეალმა“ გასვლა ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალში ეს სხვა თემაა სალაპარაკოდ, აქ მხოლოდ და მხოლოდ მოყვანილია მსაჯთა ბრიგადის მიერ დაშვებული შეცდომები და ყველა ჩამოთვლილთაგან გაგიკვირდებათ და „ბავარიის“ წინააღმდეგ.

გმადლობთ ყურადღებისათვის!!!!
5
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.