» » კომენტარები: ბაიერნი 2 - 2 მაინცი

კომენტარები: ბაიერნი 2 - 2 მაინცი

22-04-2017, 22:26
097
„ბავარიას“ განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაუჭირდა ბრძოლა „მაინცის“ წინააღმდეგ. „ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი გზა გვეპოვა მატჩში“ - გაღიზიანებული აცხადებს თომას მიულერი. „ბავარიამ“ 2 ჯერ გაიტანა გოლი, მაგრამ ორივეჯერ მხოლოდ ანგარიშს ათანაბრებდა. „არ ვიყავით ჩვეულებისამებრ კომპაქტურები. უკეთესად მე-2 ტაიმში ვითამაშეთ და საბედნიეროდ ანგარიში გავათანაბრეთ“ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ეს რთული იყო, მაგრამ მეტს ველოდებოდით. „არ ვიყავით ჩვეულებისამებრ კომპაქტურები. უკეთესად მე-2 ტაიმში ვითამაშეთ და საბედნიეროდ ანგარიში გავათანაბრეთ. მაგრამ მესმის ჩემი ფეხბურთელების, მადრიდში შოკის შემდეგ მომზადება კარგად ალბათ ვერ მოვასწარით".

თომას მიულერი: „ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი გზა გვეპოვა მატჩის პირველ ნახევარში და "მაინცს" უფლება მივეცით სწრაფი გოლი გაეტანა. ამის კომპენსირება მატჩის მეორე ნახევარში უნდა მოგვეხდინა. ბევრი ჩავდეთ ამ მატჩში, მაგრამ ცოტა გამართლებაც გჭირდება რომ მატჩი შემოატრიალო, ასე, რომ არ ვართ კმაყოფილები“.

სვენ ულრაიხი: „მატჩის პირველ ნახევარში ვიბრძოდით, მაგრამ ჩვენი გზა ვერ მოვნახეთ. ჩვენი შესაძლებლობების ხარისხის გათვალისწინებით უკეთესად უნდა წარმოვაჩინოთ თავი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მსგავსი. "მაინცმა" კარგად იმუშავა. ჩვენ კი გადაწყვეტილება ვერ მოვნახეთ. ჩვენ „ბაიერნის“ შესაფერისად მატჩის მე-2 ნახევარში ვითამაშეთ, ვდომინირებდით და ვაკონტროლებდით ბურთს. ჩვენ უბრალოდ უნდა გავიმარჯვოთ აქ, ეს ძალიან გულდასაწყვეტია“.

მარტინ შმიდტი („მაინცის“ მწვრთნელი): „მიუნხენში როდესაც ჩადიხარ, უბრალოდ იმედი გაქვს, რომ ისე არ დაიტანჯები როგორც სხვა გუნდები. მაგრამ გუნდი მაინც უნდა გაამხნევო და უთხრა რომ თამამად ითამაშონ. სჩანს, სწორი სიტყვები ვიპოვე ჩემი გუნდისთვის. ეს არც ისე ადვილია. 1 ქულა კარგი წარმატებაა“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..