» » 2014/15 წლების შემდეგ ბაიერნმა პირველად ვერ გაიმარჯვა ზედიზედ 4 მატჩში

2014/15 წლების შემდეგ ბაიერნმა პირველად ვერ გაიმარჯვა ზედიზედ 4 მატჩში

23-04-2017, 12:51 TOTALMAN მიმოხილვა 0

2014/15 წლების შემდეგ ბაიერნმა პირველად ვერ გაიმარჯვა ზედიზედ 4 მატჩში
ბუნდესლიგის XXX ტურში მაინცთან რეკორდმაისტერის ფრეს დასჯერდა, მიუნხენელებმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაკარგეს ქულები. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ორივე შეხვედრა სამეფო კლუბის წინააღმდეგ ბავარიელებმა დათმეს 1:2 სახლში და 2:4 სტუმრად.

აღსანიშნავია, რომ პირველად 2015 წლის აპრილის შემდეგ მიუნხენის ბაიერნი ზედიზედ ოთხ ოფიციალურ შეხვედრაში ვერ ახერხებს გამარჯვებას. მაშინ რეკორდმაისტერმა, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლა ხელმძღვანელობდა, დორტმუნდის ბორუსიასთან დათმო გერმანიის თასის 1/2 ფინალური ეტაპის დაპირისპირება, შემდეგ ლევერკუზენთან და აუგსბურგთან დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგაზე კი კატალონიურ კლუბთან დიდი ანგარიშით დათმო შეხვედრა,

აღნიშნული სერია კატალონიურ კლუბთან საპასუხო შეხვედრაში შეწყდა, თუმცა 3:2 ანგარიშით გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა ფინალში გასასვლელად.

ამ მომენტისთვის რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 70 ქულით ლიდერობს. უახლოეს მდევარს, ლაიპციგს, კი 61 ქულა აქვს, ტუმცა ამ უკანასკნელს დღეს XXX ტურის ეგიდით გელზენკილხელნის შალკესთან მოუწევს თამაში სტუმრად და ლაიპციგის გამარჯვების შემთხვევაში ქულათა სხვაობა 6-მდე შემცირდება.

რეკორდმაისტერისთვის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება. კარლო ანჩელოტის შეგირდები გერმანიის თასის გათამაშების 1/2 ფინალურ ეტაპზე საკუტარ მოედანზე დორტმუნდის ბორუსიასუმასპინძლებენ, რომელიც თავის მხრივ, ასევე არც თუ ისე კარგ ფორმაში იმყოფება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..