» » L’Équipe: კინგსლი კომანს ბაიერნში დარჩენა სურს

L’Équipe: კინგსლი კომანს ბაიერნში დარჩენა სურს

23-04-2017, 23:46
062
ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემა L’Équipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერის ფრანგ შემტევ გარემარბს, კინგსლი კომანს, ბავარიულ გრანდში დარჩენა სურს. წყაროს ინფორმაციით ფრანგი გარემარბის შენარჩუნება უკვე გადაწყვეტილი აქვთ კარლ-ჰაინც რუმენიგესა და კარლო ანჩელოტისაც.

მიუნხენელებმა კინგსლი კომანი ტურინის იუვენტუსიდან 2 წლიანი იჯარის წესით აიყვანეს. ხოსეპ გვარდიოლას ხელში 20 წლის შემტევმა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩემპიონთა ლიგაზე იმავე ტურინის იუვენტუსთან დაპირისპირება, სადაც კომანმა შეიძლება ითქვას გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

L’Équipe-ს ინფორმაციით 20 წლის ფრანგის გამოსასყიდად მიუნხენელებს €21 მილიონი ევროს გაღება მოუწევთ. თუმცა გამორიცხული არ არის ერთგვარი გაცვლა მოხდეს კლუბებს შორის. ბებერმა სენიორამ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მეჰდი ბენაიტია აიყვანა იჯარით. როგორც ჩანს იტალიელები კმაყოფილნი არიან მაროკოელი ფეხბურთელით და მის გადაბირებას შეეცდებიან.

შესაბამისად გამორიცხული არ არის, რომ ბენატია კინგსლი კომანში გაიცვალოს.

L’Équipe-ზე დაყრდნობით ასევე ცნობილი ხდება, რომ მანჩესტერ სიტი მზად არის ბავარიელებს 20 წლის ტალანტის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა €50 მილიონი ევრო გადაუხადონ. როგორც უკვე მოგახსენეთ კომანი ბაიერნმა ხოსეპ გვარდიოლას თავკაცობის პერიოდში აიყვანა იჯარით და როგორც ჩანს ესპანელ სპეციალისტს კომანზე დიდი გეგმები აქვს.

L’Équipe-ს ჟურნალისტი განმარტავს, რომ მიუხედავად ხოსეპ გვარდიოლას სურვილისა კარლ-ჰაინც რუმენიგესა და კარლო ანჩელოტის ფეხბურთელის შენარჩუნება აქვთ გადაწყვეტილი და მანჩესტერული ტრანსფერიც არ გამოვა, მითუმეტეს, რომ თავად კომანსაც დიდი ხნით სურს რეკორდმაისტერში დარჩენა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..