» » AZ: მათეუსი სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

AZ: მათეუსი სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

25-04-2017, 15:06 -ss- ტრანსფერები 0

AZ: მათეუსი სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი ინტერნეტ-გამოცემა AZ-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" რიგებში, ალექსის სანჩესის შესაძლო ჩარიცხვასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს. ექს-ბავარიელის განცხადებით, ჩილელი შემტევი, უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მიუნხენურ კლუბს მისი ტრანსფერი, მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

"სანჩესი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ მიუნხენის "ბაიერნისათვის" ხსენებული ტრანსფერის განხორციელება სასარგებლო იქნება. ამ ფეხბურთელის უმთავრეს კოზირს წარმოადგენს ის, რომ მას შეუძლია, როგორც ცენტრალურ ზონაში, ისე ფლანგზე თამაში. შესაძლოა მისი კანდიდატურა განხილულ იქნეს, როგორც რიბერის და რობენის შემცვლელად. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია რობერტ ლევანდოვსკის პოზიციაც კი დაიკავოს."-ციტირებს ლეგენდარული გერმანელის სიტყვებს გამოცემა AZ.

შეგახსენებთ, ლოთარ მათეუსის ზემოაღნიშნულ ინტერვიუს წინ უსწრებდა, გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესებულია, ლონდონის "არსენალის" ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის ტრანსფერის განხორციელებით.

"მეთოფეთა", 28 წლის სამხრეთამერიკელი ლეგიონერი, ლონდონურ კლუბში 2014 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში, ალექსის სანჩესმა "არსენალის" მაისურით, 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 24 გოლი და განახორციელა 18 შედეგიანი გადაცემა. transfermarkt-ის ინფორმაციით ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონ ევროს შეადგენს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.