» » fcbayern.tv: ინტერვიუ არიენ რობენთან

fcbayern.tv: ინტერვიუ არიენ რობენთან

25-04-2017, 21:21 dachi8 ინტერვიუ 0

fcbayern.tv: ინტერვიუ არიენ რობენთან
დრო არაა რომ სული მოვითქვათ. ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალიდან სკანდალური გამოვარდნის შემდეგ „ბავარიელებს“ მომდევნო დიდი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი. მიიუნხენელებს ოთხშაბათს დორტმუნდის „ბორუსიის“ წინააღმდეგ გერმანიის თასზე ნახევარფინალი ელოდებათ. „მე მიყვარს დიდი და მნიშვნელოვანი მატჩები. ზუსტად ამ თამაშების გამო ცხოვრობს ფეხბურთელი. სულმოუთმენლად ველოდები ოთხშაბათს“, - განაცხადა არიენ რობენმა ბავარია ტვ-სთან ინტერვიუში.

საკლუბო ტელე-კანალთან ინტერვიუს მიცემისას რობენმა მოახლოებულ სუპერ-მატჩზე თავისი აზრი გაგვიზიარა: „ეს ნამდვილი ცეცხლოვანი თამაში იქნება“, - თვლის 33 წლის ვინგერი, რომელსაც ფინალში გასვლა სურს. ამისათვის მის გუნდს „მაქსიმუმი დახარჯვა მოუწევს, გამარჯვებული ხომ ერთი იქნება“.

არიენ რობენის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე:

„იმედგაცრუება ძალიან, ძალიან დიდი იყო. ჩვენ ვერაფერში ვერ გავამტყუნებთ ჩვენს თავს, მადრიდში ჩვენ მაქსიმუმი გავიღეთ და ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. მატჩის განმავლობაში აშკარად რამოდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩვენს საწინააღმდეგოდ“.

არიენი გერმანიის თასის ½ ფინალზე:

„ეს ცეცხლოვანი მატჩი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ 100%-ით დავიხარჯებით, კვლავ მოვუგებთ მათ. დარწმუნებული ვარ ჩვენს ძალებში, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, გამარჯვებული ხომ მხოლოდ 1 იქნება“.

არიენი თავის ფორმაზე:

„ვარჯიშებზე და მატჩებში 100%-ით ვიხარჯები. ეს ჩემს ხასიათშია ჩადებული. ნიჭი ეს ყველაფერი არაა, შენ ამის გარდა სწორად მიმართული მენტალიტეტიც უნდა გქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ შემეძლო გავხდარიყავი ის, ვინც გავხდი, იმის წყალობით რომ ყოველთვის მაქსიმუმს ვიხარჯებოდი, ყოველთვის ვცდილობდი უკეთესი გავმხდარიყავი და ოპტიმალური შედეგი მიმეღო“.

არიენი ფილიპ ლამის კარიერის დასრულებაზე:

„გაგებით უნდა მოვეკიდოთ მის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ფილიპთან ერთად უკვე 8 წელია რაც ვთამაშობ, ჩვენ ყოველთვის კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი ვარ რომ ის კარიერას ასრულებს და ვიცი, რომ მომენტარება“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.