» » კომენტარები: ბაიერნი 2 - 3 ბორუსია

კომენტარები: ბაიერნი 2 - 3 ბორუსია

27-04-2017, 02:54 dachi8 მიმოხილვა 0

კომენტარები: ბაიერნი 2 - 3 ბორუსია
ყველაფერი ამგვარად არ უნდა დასრულებულიყო. გერმანიის თასის ნახევარფინალში „ბავარიამ“ თავის მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიას“ ანგარიშით 2:3 დაუთმო. მიუნხენელებმა დიდი რაოდენობით მომენტები ვერ გამოიყენეს და ტურნირს მოულოდნელად დაემშვიდობნენ.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „რა თქმა უნდა, როდესაც ტურნირიდან ვარდები, იმედგაცრუების განცდა გეუფლება. გერმანიის თასის გათამაშება ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრია. მატჩის პირველ ნახევარში კარგად ვმოქმედებდით და ანგარიში 3:1 შეგვეძლო გაგვეხადა. ჩვენი შეცდომები იმაში გამოიხატება, რომ შესაძლებლობები არ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში ბალანსი იყო დარღვეული. ჯერ ძალიან ადრეა, რომ სეზონზე დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენ წინ ჯერ კიდევ გვაქვს 4 თამაში და გვსურს, რომ ბუნდესლიგის თასი ვიზეიმოთ“.

ფილიპ ლამი: „ეს ძალიან დიდი იმედგაცრიებაა. ჩვენ დიდი იმედები გვქონდა. ეს 15 წუთის შემდეგ კარგად შეიმჩნეოდა. ფინალში გვსურდა გასვლა. მაგრამ საუბედუროდ, ამან არ იმუშავა. თამაშის პირველი 15 წუთი ცუდად ჩავატარეთ და შეუთანხმებლად ვთამაშობდით. ამის შემდეგ კონტროლო ჩვენს ხელში ავიღეთ. 2 გოლიანი სხვაობა რომ გვქონოდა რთული იქნებოდა ჩვენი დამარცხება“.

დავიდ ალაბა: „საკმაოდ გვქონდა შანსები იმისათვის, რომ თამაში ჩვენს სასარგებლოდ დაგვესრულებინა. თუ შანსებს ვერ გამოიყენებ ამისთვის დაისჯები. ჩვენ რომ 3:1 ანგარიში წაგვეყვანა, ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდებოდა. დორტმუნდმა კი კარგად გამოიყენა თავისი შანსები“.

სვენ ულრაიხი: „ჩვენ ჩვენი 100%-იანი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დორტმუნდს იმის საშუალება მივეცით რომ თამაშში დაბრუნებულიყო. ძალიან საწყენია. სეზონი ჩვენთვის არაოპტიმალურად აეწყო, რადგან ორივე ტურნირს გამოვეთიშეთ. რაც შეიძლება მალე უნდა ვმობილიზდეთ და ადრე გავიფრმოთ ჩემპიონობა“.

ტომას ტუხელი („ბორუსიის“ მწვრთნელი): „ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ გატანილი გოლის შემდეგ მოვეშვით. ჩვენ გაგვიმართლა, რომ შესვენებისას ანგარიში მხოლოდ 2:1 იყო. მე-60 წუთიდან უკეთესად დავიწყეთ თამაში და უფრო თამამად ვმოქმედებდით. თამაში უფრო გაიხსნა, ჩვენ ვიგრძენით, რომ ანგარიშის არა მხოლოდ გათანაბრება, არამედ მოგებაც შეგვეძლო. სჩანს, რომ ფეხბურთში გამართლებას ვერ გაექცევი და დღეს ის ჩვენს მხარეს იყო“.

მარკო როისი (დორტმუნდის „ბორუსია“): „ცუდად არ დაგვიწყია, მაგრამ მიუნხენში თამაში წარმოუდგენლად რთულია. შეტევაში პირველ ტაიმში ჩვენ ნამდვილად არ ვმოქმედებით კარგად. არავინ არ მოელოდა რომ ანგარიში 1:2 გახდებოდა. მაგრამ ჩვენ ჩვენი თავის უნდა დაგვეჯერებინა. „ბავარიას“ ბევრი მომენტი ჰქონდა, რომლებიც რეალიზაციაში ვერ მოიყვანეს. ჩვენ კი 2 კონტრშეტევა განვახორციელეთ და გავიტანეთ“.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.