» » Kicker: ტიაგო ალკანტარამ "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

Kicker: ტიაგო ალკანტარამ "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

27-04-2017, 17:01 dachi8 სიახლეები 0

Kicker: ტიაგო ალკანტარამ
როგორც ცნობილი გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ი იუწყება, „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

ინფორმაციის წყაროს მიხედვით, 26 წლის ესპანელთან ხელშეკრულება უკვე გაგრძელებულია 2021 წლის ზაფხულამდე და კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესმა პოზიტიურად ჩაიარა. აღნიშნულის შესახებ კი სულ მალე ოფიციალურადაც გაცხადდება.

ესპანელ ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი „ბავარიასთან“ 2019 წლის ზაფხულში ეწურებოდა. მისით აქტიურად დაინტერესებული იყო ესპანური კლუბი „ბარსელონა“ საიდანაც ტიაგო 2013 წლის ზაფხულში რეკორდმაისტერში გადმოვიდა 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში ტიაგო ალკანტარამ „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირზე სულ 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლის გატანა შეძლო და 9 შედეგიანი საგოლე გადაცემის გაკეთება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.