შტრუნცი: კიმიხს როგორც ლიდერს საერთოდ არ განვიხილავ » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » შტრუნცი: კიმიხს როგორც ლიდერს საერთოდ არ განვიხილავ

შტრუნცი: კიმიხს როგორც ლიდერს საერთოდ არ განვიხილავ

1-05-2017, 15:59 dachi8 სიახლეები 0

შტრუნცი: კიმიხს როგორც ლიდერს საერთოდ არ განვიხილავ
“ბავარიის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ტომას შტრუნცლმა რეკორდმაისტერის ახალგაზრდა ნახევარმცველზე იოშუა კიმიხზე თავისი მოსაზრება გამოთქვა.

რამოდენიემ დღის წინ „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღნიშნა, რომ კიმიხს ლამის შემცვლელად ხედავს, დაცვაში მარჯვენა ფლანგზე. ამავე მოსაზრებისაა მთავარი მწვრთნელიც კარლო ანჩელოტიც.

თუმცა სულ სხვა მოსაზრებისაა ყოფილი "ბავარიელი" ტომას შტრუნცლი.

„მე ვერ ვხედავ კიმიხს მარჯვენა მცველად, ის ჩემთვის ცენტრალური ნახევარმცველია. ხოლო, როგორც ლიდერს, მე მას საერთოდ არ განვიხილავ“ - ციტირებს შტრუნცის სიტყვებს Sport1.

იოშუა კიმიხი „ვოლფსბურგთან“ მატჩისას საუკეთესოდ გამოიყურებოდა, სადაც მას ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია ეკავა. 12,4 კმ. გარბენით, 94-დან 90 ზუსტი გადაცემით და 19 ართმევით გამოირჩა გერმანელი მინდორზე, ხოლო მატჩის დასასრულისკენ ანგარიში 6:0-მდე გაზარდა.

როგორც ცნობილია, კატალონიელი სპეციალისტის ხოსეპ გვარდიოლას სასურველ სიაში იოშუა კიმიხიც იმყოფება და როგორც Yahoo Sports იუწყება ესპანელმა მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობას გერმანელი ნახევარმცველის შეძენა სთხოვა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.