» » აუდის თასი 2017: პირველი პრეს-კონფერენცია ჰოლოგრამით

აუდის თასი 2017: პირველი პრეს-კონფერენცია ჰოლოგრამით

12-მაი-2017, 19:53
0419
დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც Audi Cup-ის ტურნირს მიეძღვნა, სტუმრად ტურნირზე მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელებიც იყვნენ მოწვეულნი, თუმცა რადგან მათ პირადად დასწრება არ შეეძლოთ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ისინი მათი ჰოლოგრამებით შეეცვალათ. მწვრთნელების ჰოლოგრამები იშვიათად მომღიმარნი აღმოჩნდნენ, რამაც დარბაზში დამსწრეების განწყობა აამაღლა.

2017 წლის 1 და 2 აგვისტო, ეს ის თარიღებია, რომლებსაც „ბავარიის“ გულშემატკივრები კალენდარში აუცილებლად ჩანიშნავენ. ამ თარიღებში Audi-ს თასის მე-5 გათამაშება შედგება „ალიანც არენაზე“. ტურნირში მონაწილეობას „ბავარია“, „ატლეტიკო“ და „ლივერპული“ მიიღებენ. მე-4 მონაწილე სეზონის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ეს მნიშვნელოვანი ტურნირია ცნობილი გუნდების მონაწილეობით“, - კომენტარი გააკეთა კარლო ანჩელოტიმ. ანჩელოტის მიაჩნია, რომ ამ ტურნირით მისი გუნდი ტესტს გაივლის და კარგი ბარომეტრი იქნება გუდის შეფასებისთვის.

პრეს-კონფერენციის მსვლელობისას სანამ ანჩელოტი სცენაზე იმყოფებოდა, მისი კოლეგები იურგენ კლოპი და დიეგო სიმეონე 3D ჰოლოგრამით იყვნენ გაშვებულნი.

პრეს-კონფერენციის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე გადასვლით press-conference

„ეს ცოტა უცნაურია, - განაცხადა კლოპმა, ისტორიაში პირველ ჰოლოგრამულ პრეს-კონფერენციაზე. „მე Star Trek-ის თაობიდან ვარ და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მიუნხენში ტელეპორტაცია განვიცადე“, - დასძინა სიცილით კლოპმა. „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი სულმოუთმენლად ელის Audi-ს თასის ტურნირზე გამგზავრებას: „ეს ტურნირი დიდი სპორტული მნიშვნელობისაა ჩვენთვის“ - იძახის გერმანელი სპეციალისტი.

„ტურნირი, რომელიც ახალი სეზონის დაწყებამდე სულ რაღაც 2 კვირით ადრე იღებს სათავეს, კარგ შესაძლებლობას გაძლევს დაინახო თუ სად იმყოფები. თქვენ ამას გაიგებთ, როდესაც საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაშობთ. „ბავარია“ და „ატლეტიკო“ - ულაპარაკოდ ამ საუკეთესოებს შორისაა, ეს შესანიშნავი ტურნირია“ - იძახის კლოპი. „ჩვენ გერმანიაში საუკეთესო შემადგენლობით გავემგზავრებით, რადგან ჩვენ საუკეთესო გუნდებს დავუპირისპირდებით“.

„ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე უკვე თავდაჯერებით იყურება წინ: „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ამ ტურნირზე მიგვიწვიეს. ეს იმის მანიშნებელია თუ რამდენს მივაღწიეთ ბოლო წლებში“ - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. „ეს კარგი შანსი იქნება ჩვენთვის რომ იმისათვის მოვემაზდოთ, თუ რასთან გამკლავება მოგვიწევს სეზონის განმავლობაში“.

2 ნახევარფინალი ჩატარდება 1 აგვისტოს. 2 აგვისტოს, სანამ გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, დამარცხებული 2 გუნდი ფლეი-ოფებში ითამაშებენ მე-3 ადგილისათვის. თითოეული მატჩი 90 წუთს გაგრძელდება. ყველა მატჩს პირდაპირი ეთერით ARD გადმოსცემს და 200-ზე მეტ ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..