» » მიმოხილვა: ლაიპციგი 4 - 5 ბაიერნი

მიმოხილვა: ლაიპციგი 4 - 5 ბაიერნი

13-05-2017, 20:51 LEV4NI მიმოხილვა 0

მიმოხილვა: ლაიპციგი 4 - 5 ბაიერნი
დღეს გერმანიის ჩემპიონატის რიგით 33-ე ტურის ეგიდით ფეხბურთის გულშემატკივრებმა რამდენიმე დიდებული და უხვგოლიანი დაპირისპირება იხილეს, თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ რომ მათგან ყველაზე გამორჩეული რედ-ბულ არენაზე გამართული მატჩი იყო სადაც ერთმანეთს ლაიპციგი და ბაიერნი დაუპირისპირდნენ.

მატჩი ბევრისთვის მოულოდნელად დაიწყო, უკვე მეორე წუთზე ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მარკო ზაბიცერის გოლით შეძლეს და უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ ლაიპციგს ანგარიშის სხვაობის გაზრდა კიდევ რამდენჯერმე შეეძლო.

თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა, ბავარიელთა ერთ-ერთი შეტევის დროს ფილიპ ლამმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა რომელიც მასპინძელი გუნდის ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა და მსაჯმა ჰაზენჰუტლის კარის მიმართულებით 11 მეტრიანი დანიშნა.

საბოლოოდ პენალტის შესრულება ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა ითავა და ანგარიშიც გაათანაბრა, 1:1.

ამის შემდეგ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ლევანდოვსკის გოლიდან ზუსტად 12 წუთში პენალტის შესრულების უფლება უკვე ლაიპციგმა მოიპოვა, ბავარიელებმა ემილ ფორსბერგი საჯარიმოში წესების დარღვევით გააჩერეს და მეტოქე გუნდს დაწინაურების საშუალება კიდევ ერთხელ მისცეს.

ბურთთან ტიმო ვერნერი მივიდა რომელმაც 11 მეტრიანი დარტყმა ძალიან კარგად შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, 2:1.

პირველი ნახევრის დარჩენილ დროში დიდი არაფერი შეცვლილა, მართალია ანგარიშის შეცვლის რეალური შესაძლებლობა ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა თუმცა ლოგიკური შედეგით არცერთი მათგანი არ დასრულდა.

მეორე ტაიმი კი პირველის მსგავსად მასპინძლებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და 47-ე წუთზე ანგარიში უკვე 3:1 გახდა, ემილ ფორსბერგის შედეგიან გადაცემას იუსუფ პოულსენი გამოეხმაურა რომელმაც კიდევ ერთხელ შეარხია ტომ შტარკეს კარის ბადე.

დღეს კარლო ანჩელოტის გუნდი დაცვაში არცთუ ისე კარგად გამოიყურებოდა და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა რომ გუნდმა საკუთარ კარში 4 ბურთი მიიღო, ჰაზენჰუტლის შეგირდები კი პირიქით თითოეულ რგოლში მშვენივრად მოქმედებდნენ თუმცა როგორც მოგვიანებით გამოჩნდა ლაიპციგის ასეთი დაბალანსებული თამაში მხოლოდ გარკვეულ პერიოდს მოიცავდა.

პოულსენის გოლიდან დაახლოებით 15 წუთში ბაიერნმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო, ამ შემთხვევაში გოლის ავტორად რეკორდმაისტერის ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მოგვევლინა რომელმაც ლაიპციგის კარი ახლო მაძილიდან თავური დარტყმით აიღო, 3:2.

თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბაიერნის სუსტი თამაში დაცვაში, ტიაგოს გოლიდან ზუსტად 5 წუთში უხეშად შეცდა ბავარიელთა ლეგენდარული მარჯვენა მცველი ფილიპ ლამი რომელმაც ბურთი ტიმო ვერნერს ჩააბარა, ეს უკანასკნელიც ძალიან მარტივად გაექცა ჟერომ ბოატენგს და საკმაოდ რთული პოზიციიდან გადაგზავნა ბურთი ტომ შტარკეს კარში, 4:2.

სწორედ ეს ანგარიში იყო ტაბლოზე 84-ე წუთამდე, მომდევნო 11 წუთში კი (დამატებითი დროის ჩათვლით) მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი შოუ იხილა.

84-ე წუთზე ტიაგოსა და რობენის მიერ გათამაშებული ბურთი ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა რომელიც ძელმა აისხლიტა, ასხლეტილი ბურთი კი რობერტ ლევანდოვსკიმ თავით გადაგზავნა დაუცველ კარში, 4:3.

ყველაფერი იქეთ მიდიოდა რომ დღევანდელი დაპირისპირება სწორედ ასეთი ანგარიშით უნდა დასრულებულიყო თუმცა ბაიერნმა ბოლო წუთამდე სცადა რაიმეს შეცვლა რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო.

91-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმოს მისადგომებთან უხეშად იტამაშეს, საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად კი ბურთთან დავიდ ალაბა მივიდა რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა და მეტოქე გუნდის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო, 4:4.

მთავარი ეპიზოდი კი ჯერ კიდევ წინ იყო, ბავარიელთა ჰოლანდიელმა ვინგერმა მატჩის 95-ე წუთზე დიდებული სოლორეიდი შემოგვთავაზა, რამდენიმე მცველის მოტყუების შემდეგ ერთი-ერთზე დარჩენილმა რობენმა კი პიტერ გულაშჩის ბურთი თავზე გადაუგდო და საკუთარ გუნდს ეს არანორმალური მატჩი მოაგებინა, 4:5.

მომდევნო ტურის მატჩს ბაიერნი უკვე საკუთარ სტადიონზე ფრაიბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს, შეგახსენებთ რომ ხსენებული თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები ჩემპიონობის აღსანიშნავად ჩატარებულ ცერემონიას იხილავენ.

ალიანს არენაზე კი ბაიერნისა და ფრაიბურგის დაპირისპირება 20 მაისს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.