7 ფაქტი წარმოუდგენელ მატჩში "ლაიფციგთან"
აი მესმის მატჩი! 83-ე წუთზე „ბავარია“ ანგარიშში 2 გოლით აგებდა „ლაიფციგთან“, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 5:4! ამ მატჩმა არა მხოლოდ ბევრი ემოცია მოიტანა, არამედ ასევე რამოდენიმე სტატისტიკური ფაქტიც დაფიქსირდა.
#1 - გოლების ფეიერვერკი9 გოლი - მატჩი ლაიფციგში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში.
#2 - ბრძოლა უკანასკნელ წამებამდერობენის გოლი, მე-5 დამატებით წუთზე მე-8 გოლი გახდა „ბავარიისთვის“ მიმდინარე სეზონში, რომელიც 90 წუთის შემდგომ დამატებით წუთებზე გაიტანეს - რაც ბუნდესლიგის რეკორდია!
#3 - იუბილეგაათანაბრა რა ანგარიში 1:1, რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი 150-ე საიუბილეო გოლი გაიტანა ბუნდესლიგში (226 მატჩში).
#4 - გოლეადორი11-ჯერ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ შეძლო ერთ მატჩში 1 გოლზე მეტის გატანა. ეს მე-2 საუკეთესო მაჩვენებელია ბუნდესლიგის ისტორიაში. 1971/72 წლის სეზონში გერდ მიულერმა 12 მატჩში შეძლო 1 გოლზე მეტის გატანა.
#5 - ლიდერისაუკეთესო ბომბარდირების სიაში ლევანდოვსკი 1-ელ ადგილს იკავებს 30 გატანილი გოლით. მას უკან მოყვება პიერ-ემერიკ ობამეანგი. წინა სეზონში „ბავარიის“ თავდამსხმელი 30 გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
#6 - ასისტენტირეკორდი - თომას მიულერისთვის. მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ჩემპიონმა 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა ბუნდესლიგაში. ამ მხრივ მან თავისი წინა მაჩვენებელი გაიუმჯობესა (11 საგოლე გადაცემა 2010/11 და 2012/13 სეზონებში)
#7 - საუკეთესო მაჩვენებელიდავიდ ალაბამ ასევე თავისი ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა. მისი შესანიშნავი გოლი ავსტრიელისათვის მე-4 გახდა სეზონში. ალაბამ თავისი საკუთარი მაჩვენებელი 1 გოლით გააუმჯობესა (2012/13 სეზონში მან 3 გოლის გატანა შეძლო).