» » "ბავარია" 99 მილიონ ევროს მიიღებს სატელევიზიო ტრანსლიაციებიდან

"ბავარია" 99 მილიონ ევროს მიიღებს სატელევიზიო ტრანსლიაციებიდან

15-მაი-2017, 15:59
0311
როგორც ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker იუწყება, 2017/18 სეზონში მიუნხენის „ბავარია“ 99,06 მილიონ ევროს მიიღებს ახალი სატელევიზიო კონტრაქტიდან. დორტმუნდის „ბორუსია“ შესაბამისად 89.27 მილიონ ევროს უნდა ელოდოს ამ გარიგებიდან.

ბუნდესლიგის ბოლო 34-ე ტურში, ლიგის უმეტეს კლუბებს ამ მხრივ მცირე ცვლილება ელოდება. ახალი კონტრაქტით მთლიანად სატელევიზიო ჩვენებებიდან შემოსული თანხა 1,194 მილიარდი ევრო ბუნდესლიგის 36 პროფესიონალურ კლუბს გადაუნაწილდება.

"შალკე 04" ამჟამად 78.66 მილიონს უნდა ელოდოს, ლივერკუზენის ბაიერი 78,36 და მიონხენგლადბახის "ბორუსია" 69,46-ს, Kicker-ზე დაყრდნობით ეს ტრიო ამ თანხებს 5 წლიანი რეიტინგების მიხედვით მიიღებს, სეზონის ბოლოს კი მათი შეფასების გადახედვა მოხდება.

ახალი კონტრაქტით თანხების 70% იმ კლუბებს გადაეცემა რომლებიც 5 წლიანი რეიტინგების მიხედვით საუკეთესო შეფასებები ექნებათ, ძველი კონტრაქტით კი გათვალისწინებული იყო 4 წლიანი შეფასების რეიტინგული სისტემა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..