» » რიკ კარსდორპი ლამის მაგივრად?

რიკ კარსდორპი ლამის მაგივრად?

15-მაი-2017, 21:00
0453
მიუნხენური კლუბი აგრძელებს ფილიპ ლამის შემცვლელის ძებნას დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ადრე გერმანული პრესა იტყობინებოდა, რომ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მზადაა ნახევარმცველი იოშუა კიმიხი, მომდევნო სეზონზე დაცვის მარჯვენა ფლანგზე გამოიყენოს. ამის მიუხედავად, მიუნხენური გრანდი „ფეინოორდის“ მცველით რიკ კარსდორპითაა დაინტერესებული იტყობინება De Telegraaf.

რიკ კარსდორპი „ფეინოორდის“ აღზრდილია სადაც 2004 წლიდან იმყოფება, 2014 წლიდან კი კლუბის ძირითად გუნდში ირიცხება, ხოლო 2016 წლიდან გამოძახებული იქნა ჰოლანდიის ნაკრებში, სადაც ჯერ მხოლოდ 2 თამაში აქვს ჩატარებული. მთლიანად ამ სეზონზე კარსდორპმა ერედივიზიაში 30 თამაშში მიიღო მონაწილეობა 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა თავის ანგარიშზე.

რიკ კარსდორპი სეზონი 2016/17

ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობთ, „ნამდვილად არის „ბაიერნსა“ და კარსდორპის მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები“ - იძახის De Telegraaf გაზეთის რედაქტორი. რიკიზე რამოდენიმეჯერ შეინიშნებოდა დაკვირვებები ბავარიელების მხრიდან. პრობლემას ალბათ ის წარმოადგენს, რომ უქმეებზე ჰოლანდიელმა ტრავმა მიიღო და ეჭვი კი მუხლის მყესების გაწყვეტაზე აქვთ (სიახლე ტრავმაზე 2017 წლის 5 აპრილის მდგომარეობით), რის გამოც შესაძლოა მიუნხენურმა კლუბმა უკან დაიხიოს.

22 წლის ჰოლანდიელ მარჯვენა მცველს კონტრაქტტი კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 6,5 მილიონ ევროს შეადგენს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..