ტარნატი ყოფილ გუნდს აკრიტიკებს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ტარნატი ყოფილ გუნდს აკრიტიკებს

ტარნატი ყოფილ გუნდს აკრიტიკებს

16-05-2017, 13:21 dachi8 სიახლეები 0

ტარნატი ყოფილ გუნდს აკრიტიკებს
მიუნხენის „ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელი მიხაელ ტარნატი თვლის, რომ კლუბს დიდი პრობლემა აქვს, რომელიც მიუნხენური გრანდის საკუთარ აღზრდილებს ეხება. ამასთან დაკავშირებით ტარნატმა ყურადღება დორტმუნდის „ბორუსიაზე“ გაამახვილა.

„ბავარიას“ გაუჭირდება ფეხბურთელების მოზიდვა თავის აკადემიაში, რადგან ისინი ხედავენ, რომ აკადემიიდან გუნდის მთავარ შემდაგენლობაში მოხვედრა - დიდ ამოცანას წარმოადგენს. სხვა კლუბების ნიჭიერი ახალგაზრდები ამას ხედავენ და უჩნდებათ კითხვა, თუ რამდენად მიზანშეწონილია „ბავარიაში“ გადასვლა. მე ვიცნობ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ცხადად გამოხატავდნენ თავის მოსაზრებას ამის შესახებ. რაც შეეხება დორტმუნდის „ბორუსიას“ - ეს კლუბი კი ამისათვის საუკეთესო მაგალითია. მათ ძლიერი შემადგენლობა ყავთ, მაგრამ მათ აღზრდილებს შესაძლებლობა აქვთ მთავარ გუნდში ითამაშონ. შესაბამისად, მოტივაციაც მათ უფრო მაღალი აქვთ“, - ციტირებს ტარნატის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Sport1.

„ბავარიის“ პრეზიდენტად არჩევისთანავე ული ჰიონესმა, პირველივე დღეებიდან რეკორდმაისტერის ახალგაზრდულ აკადემიაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მომავალში კლუბის აღზრდილებს დიდ ყურადღებას დაუთმობს.

გერმანული გრანდი ამ მომენტისათვის სასწავლო-სავარჯიშო ცენტრის მშენებლობას ასრულებს, რომელიც „ალიანც არენის" გვერდით იფუნქციონირებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლოს „ბაიერნის“ აკადემიიდან მთავარ გუნდში დავიდ ალაბა იქნა გადმოყვანილი, რომელიც კლუბის აკადემიაში 2008 წელს ჩაირიცხა, 2010 წლის იანვრიდან კი დავიდი მთავარი გუნდის ვარჯიშებს შეუერთდა.

2010 წლის 10 თებერვალს ალაბას დებიუტი შედგა „ბავარიის“ ძირითად გუნდში, მინდორზე 59-ე წუთზე შევიდა, სადაც კრისტიან ლელი შეცვალა გერმანიის თასის მატჩზე „გროიტერ ფიურტთან“, შესვლიდან უკვე 1 წუთის შემდეგ დავიდ ალაბამ ფრანკ რიბერის საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელიც გამარჯვების გოლი აღმოჩნდა. ამგვარად, ალაბა „ბავარიის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ოფიციალურ მატჩებში, მისი ასაკი იმ მომენტისათვის 17 წელი 7 თვე და 6 დღე იყო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.