» » ბოატენგი "რეალის" რადარზეა

ბოატენგი "რეალის" რადარზეა

17-მაი-2017, 12:46
0442
Kicker -ის ინფორმაციით, “რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის მიმართ ინტერესს იჩენს.

ინფორმაციაზე დაყრდნობით გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი „რეალის“ ცენტრალური მცველის კესლერ პეპეს შემცვლელად განიხილება მადრიდულ კლუბში, რომელიც სამეფო კლუბიდან გადასვლასთან ახლოსაა. „ბაიერნის“ ცენტრალური მცველის სანაცვლოს მადრიდის „რეალი“ მზადაა 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც პრესაში იწერებოდა, ბოატენგი კლუბში თავისი მდგომარეობით არ იყო კმაყოფილი და მზად იყო თავისი მომავალი პერსპექტივები გუნდის მთავარ მწვრთნელთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად განეხილა. ამ განცხადებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ კი „რეკორდმაისტერის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ლაიფციგთან“ მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანელ ცენტრალურ მცველსა და მას შორის უკვე შედგა ლაპარაკი და პრესას შეპირდა, რომ ბოატენგი მომავალ სეზონშიც „ბაიერნის“ ღირსებას დაიცავს.

მიმდინარე სეზონში ჟერომ ბოატენგმა ბუნდესლიგაში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, თუმცა ამ სეზონში მას ტრავმები აწუხებდა, რაც მისი დიდი ხნით უქმობის საფუძველი გახდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..