» » ლუდის შხაპის დებიუტანტი

ლუდის შხაპის დებიუტანტი

20-05-2017, 23:35 dachi8 სიახლეები 0

ლუდის შხაპის დებიუტანტი
როგორც ყოფილი ნახევარმცველი-სტრატეგი კარლო ანჩელოტი, რა თქმა უდა მზად იყო. წინა მატჩებისაგან განსხვავებით, დღეს იტალიელმა ჩვეული კოსტიუმი არ მოირგო და მის მაგივრად სპორტულ ფორმაში მოგვევლინა. 57 წლის ანჩელოტი ინფორმირებული იყო რიტუალის შესახებ, რომელიც ძველი ტრადიციის მიხედვით მოედანზე ხდება ვერცხლის სინის გადაცემის შემდგომ.

„ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“

მთავარი სამიზნე რა თქმა უნდა ფილიპ ლამი იყო. ჰერმან გერლანდმა პირველმა მოუწყო ლუდის შხაპი კაპიტანს, თან ეს ინტერვიუს დროს მოაწყო. შემდეგ „ვეფხვი“ რენატუ სანჩესს გადასწვდა, რომლისთვისაც ეს პროცედურა ასევე პირველი იყო.

„მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ბევრი ვიმხიარულე, მაგრამ ცოტა შემცივდა“ - ღიმილით გააზიარა შთაბეჭდილებები ანჩელოტიმ. ლუდის შხაპის შემდგომ რეკორდმაისტერის მწვრთნელმა უკვე ნორმალური შხაპი მიიღო და ბავარიულ ნაციონალურ კოსტიუმში გამოეწყო. ახლა უკვე გამოცდილმა ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში მათი ფეხბურთელებისათვის რთული გახდება მისი გაწუწვა.

შეუიარაღებელი თვალით ჩანდა, რომ ჩემპიონობის აღნიშვნის „ბავარიული“ ტრადიციები იტალიელს ჭკუაში დაუჯდა.

ლუდის შხაპის დებიუტანტი


[center]ლუდის შხაპის დებიუტანტი


ლუდის შხაპის დებიუტანტი

2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.