» » ემოციონალური დამშვიდობება ლამთან, ალონსოსთან და კამპანიასთან

ემოციონალური დამშვიდობება ლამთან, ალონსოსთან და კამპანიასთან

21-05-2017, 00:06 dachi8 სიახლეები 0

ემოციონალური დამშვიდობება ლამთან, ალონსოსთან და კამპანიასთან
„ალიანც არენის“ ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყავი - დღეს განსაკუთრებული დღეა! როდესაც გუნდები მოედანზე გამოვიდნენ, მთელი სტადიონი თეთრ-წითელ ფერებში მოირთო. სამხრეთის ტრიბუნაზე დიდი წარწერა იწონებდა თავს: „ჩვენი ქალაქის ბავშვიდან - ჩვენი კლუბის ლეგენდამდე“. 75 000 ათასი გულშემატკივარი 5 ბავარიელს ემშვიდობებოდა, რომელთა შორისაც ჩვენი კაპიტანი ფილიპ ლამი იყო.

სეზონის ბოლო მატჩის დაწყებამდე „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ, „ალიანც არენაზე“ ემოციონალური ატმოსფერო სუფევდა. ფილიპ ლამი, ხაბი ალონსო და ტომ შტარკე კარიერას ასრულებდნენ, თავის პოსტებს კი ჰერმან გერლანდი და ექიმი ანდრეას შლუმბერგერი (რეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი) ტოვებდნენ.

ყვავილები და საჩუქრები

სასტარტო სასტვენამდე „ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ კვინტეტს ყვავილები გადასცეს, ხოლო ბავშვებმა „ბავარიის“ საბავშვო კლუბიდან საკუთარი ხელით შესრულებული პორტრეტები გადასცეს, ასევე საჩუქრრებიც. მაგალითისათვის ფილიპ ლამი, რომელიც თავის შვილთან იულიანთან ერთად გამოვიდა, საჩუქრად გოლფის სათამაშო ნაკრები მიიღო. ყვავილები ასევე გადაცემული იყო მატჩის მთავარი მსაჯისათვის იოჰან დრეესისათვის, რომელმაც ასევე ბოლო მატჩი ჩაატარა თავის კარიერაში.

საზეიმო განწყობა შემატა სასულიერო ორკესტრმაც. ჩემპიონობის მისალოცად "ალიანც არენაზე" ასევე „ბავარიის“ 26 ლეგენდა მოვიდა წარსული წლებიდან, რომელთა შორის იყვნენ ფრანც ბეკენბაუერი, პაულ ბრაიტნერი, ლოთარ მათეუსი და ოლივერ კანი.

ემოციონალური დამშვიდობება ლამთან, ალონსოსთან და კამპანიასთან


ემოციონალური დამშვიდობება ლამთან, ალონსოსთან და კამპანიასთან


ემოციონალური დამშვიდობება ლამთან, ალონსოსთან და კამპანიასთან


ემოციონალური დამშვიდობება ლამთან, ალონსოსთან და კამპანიასთან


ემოციონალური დამშვიდობება ლამთან, ალონსოსთან და კამპანიასთან


ემოციონალური დამშვიდობება ლამთან, ალონსოსთან და კამპანიასთან









1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.