» » კომენტარები ფილიპ ლამის კარიერის დასრულების თაობაზე

კომენტარები ფილიპ ლამის კარიერის დასრულების თაობაზე

22-05-2017, 02:14 dachi8 მთავარი ამბები 0

კომენტარები ფილიპ ლამის კარიერის დასრულების თაობაზე
შაბათს, „ფრაიბურგთან“ სეზონის ბოლო მატჩის დასრულებისას, რეკორდმაისტერის მორიგი ეპოქა დასრულდა. მიუნხენური კლუბის მაისურით 22 წლიანი პერიოდის გასვლის შემდგომ, ფილიპ ლამმა თავისი პროფესიონალური კარიერა დაასრულა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველის წოდება დაიმსახურა.

fcbayern.com-მა საუკეთესო კომენტარები შეაგროვა, რომელიც ფილიპ ლამის კარიერის დასრულებას ეხება. ლამის შესახებ არა მხოლოდ ფეხბურთის სამყაროდან ლაპარაკობენ:

***


„ფილიპს გასაოცარი კარიერა აქვს. თავის პოზიციაზე ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, ის კიდევ 2-3 წელი მშვიდად შეძლებდა თამაშს... ის მე ძალინ დამაკლდება და არა მხოლოდ მოედანზე. დამაკლდება კიდევ იმიტომ, რომ მისგან ყოველთვის შესაძლებელი იყო რჩევის მიღება, მნიშვნელოვან საკითხებზე. ის ძალიან ჭკვიანი, მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც თავისი შეხედულება გააჩნია და მზადაა მის დასაცავად. დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებული იქნება კარიერის დასრულების შემდეგ, იმისდა მიუხედავად, თუ შემდგომში რითი დაკავდება“ („ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე - კარლ-ჰაინც რუმენიგე).

„გული ძალიან მწყდება, ფილიპის წასვლის გამო. ვფიქრობ მინიმუმ 1 წელი ამ დონეზე თამაში კიდევ შეეძლო. ის დიდებულ შედეგებს აჩვენებს და „ბავარიას“ ის ძალიან დააკლდება. ლამმა უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუდრეკელი ნებისყოფა აქვს, ყოველთვის აქვს გეგმა და ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს. მთელი მისი ცხოვრება - ეს განვითარების გენერალური გეგმაა, ამიტომაა ასეთი წარმატებული“ („ბავარიის“ პრეზიდენტი - ული ჰიონესი).

„ყოველთვის მასევდიანებს, როდესაც ფეხბურთელი, რომელთანაც ერთად მუშაობდი გუნდს ტოვებს ან კარიერას ასრულებს. იგივე იყო ბასტიან შვაინშტაიგერთან მიმართებაშიც, ასევეა ახლაც ფილიპ ლამთანაც. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა ვარჯიშებზე და არასოდეს არ ჩხუბობდა თანაგუნდელებთან, არც კარიერის დასაწყისში და არც სუპერ ვარკვლავად გახდომის შემდგომ. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის უბრალოდ მისაბაძი მაგალითია. ვფიქრობ, მას კიდევ შეეძლო მაღალ დონეზე თამაში. ის - დიდებული ფეხბურთელია, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი „ბავარიის“ ასწლეულში. ის არაფრით არ ჩამოუვარდება კლუბის ლეგენდებს. (ჰერმან გერლანდი - „ბავარიის“ მწვრთნელის ასისტენტი).

„იმ ყველაფრისათვის, რაც ფილიპ ლამმა ბოლო წლებში გერმანული ფეხბურთისათვის გააკეთა, ერთხელ მაინც უნდა დასახელებულიყო „წლის ფეხბურთელად“ (მანუელ ნოიერი - „ბავარიის“ გოლკიპერი).

„ფილიპ ლამის სახით, გუნდი არა მხოლოდ კაპიტანს დაკარგავს. მიდის საკვანძო ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის მსოფლიო დონის თამაშს დემონსტრირებდა. ის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურაა ბოლო ასწლეულში, ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მსოფლიოში. ის იყო „ბავარიისა“ და გერმანიის ნაკრების კაპიტანი, ეს კი იშვიათობაა. ეს ყველაფერი ფილიპის ლიდერულ თვისებებზე მიუთითებს. „ბავარიის“ ისტორიაში ის ისეთი ფეხბურთელების გვერდით შეგიძლია დააყენო როგორებიც ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი და ზეპ მაიერი არიან“. (ოტმარ ხიტცფელდი, ყოფილი „ბავარიის“ მწვრთნელი).

„ფილიპ ლამი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, ვისთანაც კი მე ოდესმე მიმუშავია. ის ყველთვის კარგად თამაშობს. ის ნამდვილი კაპიტანია, აბსოლუტური ლეგენდა. მან მე დამეხმარა გამეგო რა არის მიუნხენის „ბავარია“ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთაც“. (პეპ გვარდიოლა, ყოფილი „ბავარიის“ მწვრთნელი).

„ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი გერმანელი ფეხბურთელი პროფესიონალურ კარიერას ასრულებს. ფილიპ, მინდა მადლობა გადაგიხადო ერთად გატარებული წლებისათვის. ყველა მსხვილ მოგებას ჩვენ ერთად აღვნიშნავდით. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს შენს ახალ ცხოვრებაში, მხოლოდ საუკეთესოს შენი ოჯახისათვის. ვიმედოვნებ, ჩვენ მალე შევხდებით ერთმანეთს. თუ მესტუმრები, შენ ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები ჩიკაგოში“. (ბასტიან შვაინშტაიგერი, „ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელი).

„ფილიპ ლამის კარიერა კაშკაშა იყო. შტუტგარტში ის გაიზარდა და მომწიფდა. როდესაც ის კვლავ მიუნხენში დაბრუნდა, მან მაშინვე დიდი როლი დაიკავა გუნდში, ის განვითარებას აგრძელებდა, გახდა კაპიტანი, 500 თამაშზე მეტი ჩაატარა „ბავარიის“ შემადგენლობაში. ვულოცავ მას ასეთ წარმატებულ კარიერას! დასანანია, რომ ის მიდის“ (ხასან სალიხამიჯიჩი, „ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელი).

„დიდი პატივისცემით ვარ განმსჭვალული ფილიპისადმი. იმისათვის რაც მან „ბავარიისა“ და გერმანიის ნაკრებისათვის გააკეთა მას მხოლოდ „ბრავო“ უნდა უთხრა. მისი კარიერის წინაშე უბრალოდ ქუდი უნდა მოიხადო. (ჟან-მარი პფაფი, „ბავარიის“ ყოფილი გოლკიპერი).


სხვა კომენტარები


„როგორც, ბავარიის პრემიერ-მინისტრი მე უნდა ვთქვა, რომ ფილიპ ლამი - ტიპიური ბავარიელია. გამოჩენილი სპორტსმენი, ძალიან ადამიანური და თავისი მიღწევების მიუხედავად მეტად თავმდაბალი. მე მას გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელებთან ერთად დავაყენებდი. ვულოცავ ამ შესანიშნავ კარიერას და ვუსურვებ წარმატებებს“. (ჰორს ზეეჰორფი, ბავარიის პრემიერ-მინისტრი).

„ფილიპი - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კაპიტნის რანგში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ერთ საფეხურზე დადგა ფრიტც ვალტერთან, ფრანც ბეკენბაუერთან და ლოთარ მათეუსთან ერთად. ის მრავალი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა, როგორც კლუბში, ასევე ნაციონალურ გუნდში. ყოველთვის მოხარული ვიყავი მასთან მუშაობით და მასთან ფეხბურთის თაობაზე საუბრით. ფილიპს ფეხბურთის გარდა, სხვა ინტერესებიც აქვს, რომელსაც ახლა შეუძლია თავისი დრო დაუთმოს. უპირველეს ყოვლისა მას დიდი დრო ექნება თავისი ოჯახისათვის. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ გერმანულ ფეხბურთში მაინც დარჩება, თუ რა როლში ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია“. (იოაჰიმ ლიოვი, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი).

„დრო, რომელიც მე ფილიპთან ერთად გავატარე, არასოდეს დამავიწყდება. ფილიპი ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩვენთან ერთად მთელი გზა გაიარა, დასაწყისიდან დასასრულამდე. მასთან ერთად ჩვენ ჩვენი თავის ვირწმუნეთ და ჩვენი მიზნების, ხოლო რიოში საბოლოოდ ბოლო ნაბიჯიც გადავდგით. ფილიპზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლებოდა, მადლობას ვუხდი ერთობლივი მუშაობისათვის და მხარდაჭერისთვის. ვიცი, თუ როგორი მოხარულია იმისა, რომ მეტი დრო ექნება თავისი პროექტების განსახორციელებლად. მთელი გულით ვუსურვებ, რომ ყველაფერი გამოუვიდეს. უპირველეს ყოვლისა ვუსურვებ, რომ დიდი დრო ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტისათვის - ოჯახისათვის“. (ოლივერ ბირჰოფი, გერმანიის ნაკრების მენეჯერი).

„როდესაც ის თამაშში 60-ედ რობენის ზურგს უკან ფლანგზე გარბის და მხოლოდ 2-ჯერ იღებს ბურთს, ამასთან არასოდეს არ მიმართავს პარტნიორს პრეტენზიით - როდესაც შენ ხედავ, თუ როგორი გასაოცარი ხასიათი დგას ამის უკან, აცნობიერებ, რომ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ის ამას თავისი გუნდის წარმატებისათვის აკეთებდა“. (იულიან ნაგელსმანი. „ჰოფენჰაიმის“ მწვრთნელი).

„გამოჩენილი ფეხბურთელი, რომელიც ნამდვილად დააკლდება გერმანულ ფეხბურთს“ (ტორსტენ ფრინგსი „დარმშტადტის“ მწვრთნელი).

„ძვირფასო ფილიპ, მე ძალიან ძალიან დანაღვლიანებული ვარ, რომ შენ მიდიხარ. მე ყოველთვის გაფასებდი იმისათვის, რომ შეგეძლო ძალიან ნათლად გამოგეხატა შენი აზრი. მიუნხენის „ბავარიის“ ისტორიაში შენ შეხვალ როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფეხბურთელი, რომელიც კი ოდესმე ასპარეზობდა კლუბში. შენი ურყევობა ყოველთვის მაოცებდა. მთელი ამ წლების განმავლობაში შენ ყოველთვის უმაღლესი კლასის თამაშს დემონსტრირებდი, ზოგჯერ კი უფრო მაღალსაც“. (ტილ შვაიგერი, მსახიობი).
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.