» » სანიოლი: მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია

სანიოლი: მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია

1-06-2017, 12:00 -ss- სიახლეები 0

სანიოლი:  მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი, უარყოფს დასავლურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის თანაშემწის თანამდებობის დაკავებისათვის, მასსა და გერმანულ გრანდს შორის, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩემსა და მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობას შორის, არანაირ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ფაქტია, რომ კარლო ანჩელოტისგან, ნებისმიერ ახალგაზრდა მწვრთნელს ბევრი რამის სწავლა შეუძლია, რადგანაც ამ ადამიანს აქვს კოლოსალური გამოცდილება, ისეთ ქვეყნებში მუშაობის, როგორიცაა იტალია, ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია. ყველაფერი ეს კი, აღნიშნულ სპეციალისტს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს ხდის"-ციტირებს ვილი სანიოლის სიტყვებს გამოცემა Sport Bild-ი.

შეგახსენებთ, 40 წლის ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი, სხვადასხვა დროს ასპარეზობდა საფეხბურთო კლუბ "სენტ-ეტიენის", "მონაკოსა" და მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში. მოპოვებული აქვს უამრავი ინდივიდუალური, საკლუბო თუ სანაკრებო ჯილდო. არის უეფას ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის გამარჯვებული. მისი სამწვრთნელო კარიერა კი სათავეს 2013 წლიდან იღებს, როდესაც იგი საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. ამის შემდეგ, 2014-2016 წლებში სანიოლი საფეხბურთო კლუბ "ბორდოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.